ტაივანში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მათი უმრავლესობა 17 სართულიან საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, რომელიც 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია. სამაშველო სამუშაოები შენობის ნანგრევებში ამ დრომდე გრძელდება.
February 8, 2016 / 8:46 pm
იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 6:49 საათზე ცუნამი დაიწყო, ტალღის სიმაღლემ 1 მეტრს გადააჭარბა.
იაპონიის დასავლეთით მდებარე ქალაქ ტოტორიში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა "როიტერსის" ინფორმაციით, სტიქია ადგილობრივი დროით 14:10 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი, ტოტორი, დასავლეთ ტოკიოდან, დაახლოებით, 700 კილომეტრში მდებარეობს.
ბოლო მონაცემებით, ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 413-მდე გაიზარდა. სტიქიის დროს დაშავდა 2 000-ზე მეტი ადამიანი. 7,8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგებმა უამრავი შენობა გაანადგურა.
იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 250 დაშავდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში სახლები და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა. მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო ჯგუფები.
ტაივანში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა, 100-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად ტაივანის მუნიციპალიტეტი დაზარალდა. ტაივანის მერის ცნობით, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, მაშველები ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ადამიანები არიან.