“შვლის ნუკრის ნაამბობი“ – პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

“შვლის ნუკრის ნაამბობი“ – პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

თოჯინა – ეს არის ესთეტიკა, რომელიც აუცილებელია ბავშვების სწორი და სრულფასოვანი განვითარებისთვის. არავინ იცის, პირველად როდის გამოჩნა ის საქართველოში. სავარაუდოა, რომ იგი საკმაოდ ადრეულ ხანაში გამოგვეცხადა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში გარკვეული ტიპის თოჯინები, სხვადასხვა წეს-ჩვეულებების შესრულების დროს გამოიყენებოდა, დღეს კი თოჯინები თეატრის განუყოფელი ნაწილია.

თოჯინების თეატრი საწყისს შორეული წარსულიდან იღებს, როდესაც ადამიანები აკეთებდნენ ღმერთების, ეშმაკებისა თუ სხვა არსებების გამოსახულებებს, რომლებსაც ალაპარაკებდნენ, აცეკვებდნენ და სხვადასხვა რიტუალის შესასრულებლად იყენებდნენ. დროთა განმავლობაში კი ასეთი სცენები თეატრალურ წარმოდგენებს დაემსგავსა. დღეს კი თოჯინების თეატრის გარეშე თეატრალური სამყარო წარმოუდგენელია. ჩვენს ქვეყანაში, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ არსებობენ რეჟისორები, რომლებიც თოჯინურ წარმოდგენებს უმაღლეს დონეზე დგამენ. ერთ-ერთი ასეთი მათგანია, რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი, რომელიც მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენაზე “შვლის ნუკრის ნაამბობის” თოჯინურ წარმოდგენას დგამს.

November 10, 2016 / 11:15 pm

TOP გადაცემები

“Tbilisi Fashion Week” დასრულდა – რატომ შეცვალა ლაშა ჯოხაძემ თოლიები ზღვის ვარსკვლავით?

"თბილისის მოდის კვირეული" ლაშა ჯოხაძემ დახურა, თუმცა სეზონის ბოლო ჩვენებამდე, მოდის მოყვარულებმა, მოწვეულმა სტუმრებმა, ბაიერებმა და ადგილობრივმა თუ საერთაშორისო მედიამ, არაერთი კოლექცია იხილა.

ანშლაგით ჩავლილი სტეფანეს კონცერტი – წლის ყველაზე მოთხონავდი ქართველი მომღერალი

მუსიკოსმა, მომღერალმა და პროდიუსერმა, სტეფანე მღებრიშვილმა "SpaceHall-ის" სივრცეში კონცერტი გამართა. ქართული სცენის ერთ-ერთმა გამორჩეულმა არტისტმა, რომლის შემოქმედებასაც მსმენელი უკვე 20 წელია იცნობს, საღამოზე შეკრებილ მაყურებელს მისი ძველი და ახალი ჰიტების ცოცხალი შესრულება შესთავაზა. სცენა სტეფანესთან ერთად, მაია დარსმელიძემ, ერეკლე დეისაძემ და ქეთათო ჩარკვიანმა დაიკავეს. საღამოს დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, სტეფანესთან გასაუბრებაც მოვახერხეთ.

რა ბიზნესი წამოიწყო სალომე გოგიაშვილმა და აპირებს თუ არა ტელეწამყვანი მეხუთე შვილის გაჩენას?

ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილს ჩვენი გადამღები ჯგუფი შინ ესტუმრა, სადაც მისი ოთხი შვილი იზრდება, მაშო, ციბუკა, იკა და დუდა. როგორც სალომე ამბობს, დროს ყველაფრისთვის პოულობს, ბავშვებთან ურთიერთობასაც ახერხებს, მეუღლესთან განმარტოებასაც და ასევე საკუთარ ბიზნესზე ზრუნვასაც. თვლის, რომ ახლა აქვს ყველაზე აქტიური ცხოვრება, რადგან ოთხი შვილის დედაა და მაქსიმალურად ცდილობს, დრო ოჯახსა და საქმიანობას თანაბრად დაუთმოს.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

რედიარდ კიპლინგის ”მაუგლის“ პირველი სცენური ვერსია ქართული თეატრის ისტორიაში

უბედური შემთხვევის შემდეგ, მგლების ხროვაში გაზრდილი ბიჭუნას, სახელად მაუგლის, თავგადასავალი უკვე წლებია ბავშვების ოცნების სამყაროდ იქცა. რედიარდ კიპლინგის ნაწარმოებზე გადაღებული დისნეის ანიმაცია პატარების საყვარელი მულტფილმების კოლექციაში ყოველთვის მოიძებნება.

“დაბადების დღე” მოზარდმაყურებელთა თეატრში

ნაკლები ტექსტი, მეტი ემოცია და რაც მთავარია, მაყურებელი, რომელიც სპექტაკლში მთლიანადაა ჩართული. ეს ნოდარ დუმბაძის სახელობის, მოზარდმაყურებელთა თეატრის მორიგი საბავშვო დადგმაა, რომლის ავტორსაც იდეალურად ესმის ბავშვების. სპექტაკლში სულ 4 მსახიობია დაკავებული. მათ უმეტესობას მოზარდ მაყურებელთა თეატრის სტუმრები კარგად იცნობენ. “დაბადების დღის“ ქასთში ანა ზამბახიძე, ნიკა ნანიტაშვილი, ნიკა ფაიქრიძე და გიორგი ჯიქურიძე შედიან...

მოზარდმაყურებელთა თეატრის მორიგი სახალისო სპექტაკლი – “დაბადების დღე“

2011 წელის “დურუჯის“ გამარჯვებული და წლევანდელი “დურუჯის“ ნომინანტი - ნიკოლოზ საბაშვილი მაყურებელს ახალ სპექტაკლს - “დაბადების დღეს“ სთავაზობს. ამ უკანასკნელის პრემიერები 17 და 18 ოქტომბერს შედგა, თუმცა სპექტაკლი უკვე რეპერტუარში ზის და მისი შემდეგი ჩვენება 7 ნოემბერს გაიმართება...

რეკლამა