“შავი ზღვის ბრილიანტის”, Black Sea Arena-ს დირექტორი, ანი კავლელიშვილი მუსიკალური სეზონის შესახებ

0
1635

ზაფხული გვიახლოვდება და შესაბამისად, ქართველი მელომანები ლეგენდარულ ვარსკვლავებს ელოდებიან. ბლექ სი არენა და ანაკლია კი მელომანებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდა. სწორედ მუსიკალური სეზონის შესახებ ისაუბრა ანი კავლელიშვილმა ჩვენი კამერების წინ, რომელიც ბლექ სი არენას დირექტორია და ასევე მას და მის გუნდს ანაკლიაში მუსიკალური ღონისძიებების მენეჯმენტიც ევალება. გასული წელი ბლექ სი არენასთვის საკმაოდ დატვირთული იყო, უცხოელი ვარსკვლავებიც სამშობლოში პოზიტივით დატვირთულები ბრუნდებოდნენ. განსაკუთრებული გახლდათ 20 მაისს სეზონის გახსნაზე ჩატარებული ლეგენდარული როკჯგუფის „აეროსმიტის“ კონცერტი, რომლის მენეჯმენტმაც, საქართველოს დატოვების შემდეგ, „ბლექ სი არენას“ შესანიშნავ კოლექტივს მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიონალიზმისთვის, თავად არენის შესაძლებლობებით კი ძალიან მოიხიბლა. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ბლექ სი არენას „გასაოცარი“ უწოდეს და შავი ზღვის ბრილიანტად მოიხსენიეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here