საზაფხულო რეკომენდაციები

საზაფხულო რეკომენდაციები

ზამთრის სეზონის ვირუსები დასრულდა, თუმცა ზაფხულის სეზონის დაავადებები წინ არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი ზაფხულის მოახლოებიდან გამომდინარე მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.

პაატა იმნაძემ ყურადღება ლეიშმანიოზსა და მალარიაზე გაამახვილა. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში მალარიის ადგილობრივი შემთხვევები არ ვლინდება, თუმცა ლეიშმანიოზის რამდენიმე ათეული შემთხვევა აღმოსავლეთ საქართველოში ფიქსირდება.

პაატა იმნაძე მშობლებს ურჩევს 1 წლამდე ასაკის ბავშვები შებინდებისას სასეირნოდ არ გაიყვანონ, რადგან ლეიშმანიოზის გამომწვევი მწერი სწორედ შებინდებისას დაფრინავს. წლის ზემოთ ბავშვებს კი მწერების დამაფრთხობელი საშუალება წაუსვან და ღია დაუცველი კანით არ გაასეირნონ. ასევე ერთ-ერთი რეკომენდაცია ფანჯრებზე მწერებისგან დამცავი ბადეების გაკეთებაა.

რაც შეეხება კოღოებს, იმნაძის ინფორმაციით, საქართველოს შავი ზღვისპირეთში ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ფართომასშტაბიან სადეზინსექციო სამუშაოებს გეგმავენ.

პაატა იმნაძის განცხადებით, ისეთი ინფექციები, როგორებიცაა ზიკა, დენგე და ჩიკუნგუნია, მათი გავრცელების საფრთხე საქართველოში არ არსებობს.

May 13, 2016 / 9:11 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

არჩილ სოლოღაშვილი და ეკა დემეტრაძე Welcome To Georgia-ს დეტალებით – სპექტაკლი ქართულ კულტურაზე

არჩილ სოლოღაშვილი და ეკა დემეტრაძე Welcome To Georgia-ს დეტალებით - სპექტაკლი ქართულ კულტურაზე

ლუკა ჩიქოვანის ვარსკვლავური ცხოვრება – როგორი ურთიერთობა აქვს მუსიკოსს შონ მენდესთან და ჯასტინ ბიბერთან

ლუკა ჩიქოვანის ვარსკვლავური ცხოვრება - როგორი ურთიერთობა აქვს მუსიკოსს შონ მენდესთან და ჯასტინ ბიბერთან.

ატელიე აუთლეტის რიგით მეორე ფილიალი გაიხსნა

ატელიე აუთლეტის რიგით მეორე ფილიალი გაიხსნა

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„პიელ ნატურალსი“ თქვენი საუკეთესო ზაფხულის მეგობარი

რა ჯადოსნური პროდუქტებს გთავაზობთ ბრენდი „პიელ ნატურალსი“, გაიგეთ ჩვენი სიუჟეტიდან.

სად შეგიძლიათ გაატაროთ ცხელი ზაფხულის დღეები ჩვენს დედაქალაქში

კუს ტბაზე მდებარე ლაუნჯ-რესტორანი “Uptown space” ზაფხულის ცხელ დღეებში სასიამოვნო დროის გატარებას გთავაზობთ.

ქალაქი ქალაქში – სასტუმრო „Euphoria“ ბათუმში

რამდენიმე დღის განმავლობაში music box-ის გადამღები ჯგუფი ზღვისპირა ქალაქში ბათუმში იმყოფებოდა, რომელთაც პატივი ერგოთ, რომ ზაფხულის დაუვიწყარი დღეები სასტუმრო „Euphoria-ში“ გაეტარაებინათ. გადავწყვიტეთ,რომ ჩვენი შთაბეჭდილებები თქვენთვისაც გაგვეზიარებინა. სანამ სასტუმროს სერვისზე მოგითხრობთ, მანამდე ისეთ სტუმრებს გაგაცნობთ, რომლებიც აღნიშნულ სივრცეში ისვენებდნენ და თავიან ემოციებს არც ჩვენს კამერებთან მალავენ.

Top Kids – ზაფხულისთვის სამზადისი იწყება, სად სურთ დასვენება პატარებს?

Top Kids-მა გამოკითხა ბავშვები, სად სურთ დასვენება.

რას გვთავაზობს ცხელ სეზონზე აჭარა და წლის ყველაზე მასშტაბური კულტურული ღონისძიებები

Line Up მათთვის, ვინც ზაფხულის გატარებას შავი ზღვისპირეთში გეგმავს - რას გვთავაზობს ცხელ სეზონზე აჭარა და წლის ყველაზე მასშტაბური კულტურული ღონისძიებები...

რეკლამა