სავალდებულო სამხედრო სამსახური განახლებული სახით აღდგება

სავალდებულო სამხედრო სამსახური განახლებული სახით აღდგება

სავალდებულო სამხედრო სამსახური განახლებული სახით აღდგება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოელ პარტნიორებთან და ექსპერტებთან სამთვიანი აქტიური თანამშრომლობის შედეგად მიიღეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სავალებულო სამხედრო სამსახურის ახალი სისტემა ძველისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

წვევამდელები გაივლიან აქტიურ თეორიულ და პრაქტიკული მეცადინეობებს. წვევამდელის ყოველთვიური ანაზღაურება ძველი სისტემით არსებული 7 ლარის ნაცვლად 50 ლარით განისაზღვრება.

თავდაცვის სამინისტრო წვევამდელებს გაზაფხულზე მიიღებს. მანამდე კი, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირებისთვის დამატებითი შეღავათების საკითხზე, თავდაცვის უწყებაში ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება.

უწყების ინფორმაციით, სავალდებულო სამხედრო სამსახური არსებობს თითქმის ყველა მცირერიცხოვან ქვეყანაში, რომელიც საქართველოს მსგავსი საფრთხეების და გამოწვევების წინაშე დგას. სავალდებულო სამსახური მოქმედებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მათ შორის ლიტვაშიც, რომელმაც დროებით შეაჩერა გაწვევა და აუცილებლობის გამო კვლავ აღადგინა. მსგავსი სისტემის აღდგენას 2018 წელს შვედეთიც აპირებს.

November 10, 2016 / 3:57 pm

TOP გადაცემები

რომელი სპექტაკლისთვის დაწერა ერეკლე დეისაძემ ახალი კომპოზიციები? – ექსკლუზიური ინტერვიუ

ეპატაჟური და სკანდალური - მსგავსი ეპითეპებით, მომღერალსა და მწერალს, ერეკლე დეისაძეს ხშირად მოიხსენიებენ. თავად ერეკლეს ცხოვრებიდან გამომდინარე, ის თავს მხოლოდ ხელოვნებას უძღვნის. შემოქმედებითი კუთხითაც სიახლეები აქვს: ის თეატრალურ დადგმაში "გათვლა“ იღებს მონაწილეობას, სადაც რომანის ავტორი, თამთა მელაშვილი, ხოლო დამდგმელი რეჟისორი, გურამ მაცხონაშვილი გახლავთ.

“მისტერ და მის თბილისის” სილამაზის კონკურსისთვის მზადება გრძელდება

"მისტერ და მის თბილისის მონაწილეები" 2 კვირიან მოსამზადებელ პერიოდს გადიან, რადგან მალე დასკვინით შოუ ელოდებათ და თითოეულ მათგანს, სურვილი აქვს ჩვენი ქალაქის სახე გახდეს. 8 გოგონა და 7 ბიჭი, ერთმანეთს კონკურენციას უკვე დიდ პოდიუმზე გაუწევს, სადაც მათ თავიანთი შესაძლებლობების ჩვენება, კომპეტენტური ჟიურის წინაშე მოუწევთ. ფინალამდე ორი დღეა დარჩენილი, მიუზიკ ბოქსის გადამღები ჯგუფი კი კონკურსანტებს, დასკვნით საღამომდე რამდენიმე დღით ადრე ესტურმა, რომლებიც ესთეტიკის ცენტრ "ჰარმონიაში" სხვადასხვა გამაჯანსაღებელ პროცედურებს იტარებდნენ.

ვინ ზრუნავს ანა მარგველაშვილის იმიჯზე და რომელ ქართველ დიზაინერებს ანიჭებს ის უპირატესობას?

ანა მარგველაშვილი, რამდენიმე თვის წინ დედა გახდა, თუმცა ფორმაში უკვე ჩადგა და არაჩვეულებრივად გამოიყურება. როგორ მოახერხა ზედმეტი კილოგრამების მოშორება, მან ეს საიდუმლო "მიუზიკ ბოქსის“ ჟურნალისტს გაუმხილა.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

“ნატო-საქართველოს სწავლება 2016” დაიწყო

ვაზიანში, "ნატო-საქართველოს სწავლება 2016" ოფიციალურად გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ნატო-საქართველოს ერთობლივ სიმულაციურ სწავლებას პირველად მასპინძლობს.

ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს თანამებრძოლები უკანასკნელ სურვილს უსრულებენ

ავღანეთში დაღუპულ პირველი კლასის რიგით 21 წლის ვასილ ყულჯანიშვილს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თანამებრძოლებმა უკანასკნელი სურვილი აუსრულეს. ყულჯანიშვილის სურვილი იყო ბრიტანეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს რაგბის ნაკრების მხარდასაჭერად სპეციალური ვიდეორგოლის ჩაწერა. მისი ოცნება თანამებრძოლებმა სიკვდილის შემდგომ განახორციელეს.

რეკლამა