“სასკოლო მზაობის პროგრამაზე” რეგისტრაცია დაიწყო

“სასკოლო მზაობის პროგრამაზე” რეგისტრაცია დაიწყო

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და თბილისის მერმა “სასკოლო მზაობის პროგრამაზე” რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. “სასკოლო მზაობის პროგრამაზე” დარეგისტრირება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge უკვე დაიწყო. რეგისტრაციის პროცესი 26 ოქტომბრამდე გასტანს, 2 ნოემბერს კი ბაგა-ბაღებსა და საჯარო სკოლებში პროგრამის განხორციელება დაიწყება.

“სასკოლო მზაობის პროგრამა”, რომელიც თამაშით სწავლების მეთოდიკას ეფუძნება, 5-6 წლის ბავშვების სასკოლოდ მომზადებას ითვალისწინებს. პროგრამის მიზანია, ბავშვის სხვადასხვა მიმართულებით განვითარება,

პროგრამა, რომელიც 30 კვირის განმავლობაში, დღეში 3 საათიან დატვირთვას ითვალისწინებს, საბავშვო ბაღების უფროსი ასაკის ჯგუფებში განხორციელდება, ის ბავშვები კი, რომლებიც ბაღში არ დადიან, საჯარო სკოლებში, სპეციალურად გახსნილ ჯგუფებში მოემზადებიან.

October 13, 2015 / 9:28 pm

TOP გადაცემები

მარიკო კვალიაშვილი შემოქმედებით საღამოს საქართველოს პატრიარქს უძღვნის

მარიკო კვალიაშვილი შემოქმედებით საღამოს საქართველოს პატრიარქს უძღვნის

ნინი გოგიჩაიშვილი „მის მსოფლიოსთვის“ ემზადება

ნინი გოგიჩაიშვილი „მის მსოფლიოსთვის“ ემზადება

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თბილისში მედიათეკის რიგით მესამე ფილიალი გაიხნსნა

მედიათეკის რიგით მესამე ფილიალი, თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი შენობა, მოქალაქეებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის კიდევ ერთ, ახალ სივრცეს სთავაზობს. ნაძალადევის რაიონში მდებარე ახალი მედიათეკა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ "თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ ხელმძღვანელთან, გურამ ნიკოლაშვილთან ერთად გახსნა.

რომელი ქართველი დიზაინერი ზრუნავს დავით ნარმანიას მეუღლის ჩაცმულობაზე?

ქართველი დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი ერთადერთია, რომელიც საკუთარ ჩვენებებს ქველმოქმედებისთვის აწყობს. უყვარს წყნარი ცხოვრება. მასზე ჭორი არასდროს გავრცელებულა. მაგრამ არც მისი გზა ყოფილა მთლად ია - ვარდით მოფენილი და მის ცხოვრობაშიც იყო ისეთი შემთხვევა, რასაც სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მაგალითისთვის გავიხსენოთ 2015 წლის 26 მაისი, როდესაც თბილისის მერის, დავით ნარმანიას მეუღლის ჩაცმულობა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მაშინ გაირკვა, რომ თიკა თინიკაშვილის ლუქი, თინათინ მაღალაშვილს ეკუთვნოდა. დღემდე ის მერის მეუღლის რჩეულ დიზაინერად მოიაზრება.

საახალწლო ციებ-ცხელება საქართველოში – სად შეიძლება გაატაროთ ახალი წლის დღეები?

წელსაც ტრადიციულად თბილისის ქუჩებში საახალწლო ღონისძიებები და აქტივობები იგეგმება. 25 დეკემბრიდან 2 იანვარის ჩათვლით, ახალი თბილისი და დედაენის ბაღი ჯადოსნურ სამყაროდ გადაიქცევა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დრო სასურველ გარემოში გაატაროს.

ტექნოლოგიების გამოყენება განათლების სისტემაში

განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე, Microsoft - საქართველოს ორგანიზებით, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა გახსნა და თანამედროვე განათლების სისტემაში ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლების მინისტრმა.

“დაიწყე კარიერა” – მერიის სტაჟირების პროგრამა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" (მეორე ეტაპი) დასკვნითი ცერემონიალი გაიმართა. დედაქალაქის მერმა პროგრამის მონაწილე წარმატებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა სტუდენტებს აძლევს შანსს სპეციალობის შესაბამისად აიმაღლონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

რეკლამა