სასიამოვნო სიახლე გეიმერებისთვის

სასიამოვნო სიახლე გეიმერებისთვის

Tokyo Game Show 2015-ზე კომპანია Sony ბევრ სიახლეს გვპირდება

იაპონიაში ვიდეო თმაშებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ გამოფენამდე ცოტა ხნით ადრე, კომპანიამ Sony გადაწყვიტა თავის მომხმარებლებს რამოდენიმე სიახლე წარუდგინოს. საათნახევრიან კონფერენციაზე საუბარი იყო როგორც უკვე ანონსირებულ პროექტებზე, ასევე სულ ახალ თამაშებზე.

შეხვედრაზე სასიამოვნო სიურპრიზებიც იყო, რომელიც არა მხოლოდ იაპონელებს გაახარებს. მაგალითად გახმაურებული Bloodborne. გამოსვლიდან მისი 2 მილონზე მეტი ასლი გაიყიდა. ამიტომ მწარმოებლებმა გადაწყვიტეს Tokyo Game Show 2015-ზე თამაშის დამატებითი ნაწილი წარმოადგინონ. ის ცალკე დისკზე გამოვა და ასევე ხელმისაწვდომი იქნება ლიმიტირებული გამოცემა, რომელშიც ორიგინალური და დამატებითი თამაშები შევა. დისკი გაყიდვაში 24 ნოემბერს გამოვა და მისი ფასი 19,99 დოლარი იქნება.

September 22, 2015 / 8:08 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

რეკლამა