საქართველოში დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნა

საქართველოში დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნა

საქართველოში დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნა. „დიაბეტის სკრინინგი ადრეული დიაგნოსტირების მიზნით“ – ეს 2016 წლის გზავნილია. მსოფლიო დღის აღნიშვნა, დიაბეტთან დაკავშირებული პრობლემების წარმოჩენას ემსახურება და პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა უწყებას, ძალისხმევის გაერთიანებისკენ მიუთითებს.

დიაბეტის დღესთან დაკავშირებით, ჟვანიას პედიატრიულ კლინიკაში, დიაბეტის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საზეიმო მიღება გაიმართა. კლინიკაში შაქრიან დიაბეტზე სკრინინგიც ჩატარდა და ნომინაციაში – „ყველაზე მოწესრიგებული დიაბეტიანი ბავშვი“ გამარჯვებული გამოვლინდა.

ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე დაესწრო. საქართველოში დიაბეტის მართვის პროგრამას სახელმწიფო ახორციელებს. დიაბეტის მსოფლიო დღე 14 ნოემბერს, 1991 წლიდან აღინიშნება.

November 17, 2016 / 4:16 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

რომელი სპექტაკლისთვის დაწერა ერეკლე დეისაძემ ახალი კომპოზიციები? – ექსკლუზიური ინტერვიუ

ეპატაჟური და სკანდალური - მსგავსი ეპითეპებით, მომღერალსა და მწერალს, ერეკლე დეისაძეს ხშირად მოიხსენიებენ. თავად ერეკლეს ცხოვრებიდან გამომდინარე, ის თავს მხოლოდ ხელოვნებას უძღვნის. შემოქმედებითი კუთხითაც სიახლეები აქვს: ის თეატრალურ დადგმაში "გათვლა“ იღებს მონაწილეობას, სადაც რომანის ავტორი, თამთა მელაშვილი, ხოლო დამდგმელი რეჟისორი, გურამ მაცხონაშვილი გახლავთ.

“მისტერ და მის თბილისის” სილამაზის კონკურსისთვის მზადება გრძელდება

"მისტერ და მის თბილისის მონაწილეები" 2 კვირიან მოსამზადებელ პერიოდს გადიან, რადგან მალე დასკვინით შოუ ელოდებათ და თითოეულ მათგანს, სურვილი აქვს ჩვენი ქალაქის სახე გახდეს. 8 გოგონა და 7 ბიჭი, ერთმანეთს კონკურენციას უკვე დიდ პოდიუმზე გაუწევს, სადაც მათ თავიანთი შესაძლებლობების ჩვენება, კომპეტენტური ჟიურის წინაშე მოუწევთ. ფინალამდე ორი დღეა დარჩენილი, მიუზიკ ბოქსის გადამღები ჯგუფი კი კონკურსანტებს, დასკვნით საღამომდე რამდენიმე დღით ადრე ესტურმა, რომლებიც ესთეტიკის ცენტრ "ჰარმონიაში" სხვადასხვა გამაჯანსაღებელ პროცედურებს იტარებდნენ.

ვინ ზრუნავს ანა მარგველაშვილის იმიჯზე და რომელ ქართველ დიზაინერებს ანიჭებს ის უპირატესობას?

ანა მარგველაშვილი, რამდენიმე თვის წინ დედა გახდა, თუმცა ფორმაში უკვე ჩადგა და არაჩვეულებრივად გამოიყურება. როგორ მოახერხა ზედმეტი კილოგრამების მოშორება, მან ეს საიდუმლო "მიუზიკ ბოქსის“ ჟურნალისტს გაუმხილა.

Facebook

რეკლამა

რეკლამა