საქართველოს პრემიერის ვიზიტი ჩეხეთში გრძელდება

საქართველოს პრემიერის ვიზიტი ჩეხეთში გრძელდება

საქართველოს პრემიერის ვიზიტი ჩეხეთში გრძელდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მილოშ ზემანს შეხვდა. შეხვედრაზე პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეფასებით, საქართველომ ყველა ტექნიკური მოთხოვნა წარმატებით შეასრულა.

მილოშ ზემანმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა გამოთქვა.ასევე,  საქართველოს პრემიერი ჩეხ კოლეგას შეხვდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

ჩეხეთის პრემიერმა  ბუჰუსლავ სობოტკამ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე და ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

February 23, 2016 / 11:01 pm

TOP გადაცემები

პირველკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე სკოლა “სადუნმა” უმასპინძლა

პირველკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე სკოლა "სადუნმა" უმასპინძლა

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ სატელევიზიო ეთერს სიახლეებით შეხვდა

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ სატელევიზიო ეთერს სიახლეებით შეხვდა

თბილისში ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა

თბილისში ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

პროექტი „გაიცანი საქართველო“ სამი წლისაა

ჯასპერი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აღნიშნავდა კამპანია „გაიცანი საქართველოს“ დაბადების დღეს. შეგახსენებთ, რომ პროექტი „გაიცანი საქართველო“ სამი წლისაა. პროექტის მიზანს კი საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია

მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე ცნობილია. პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის.

მთავრობის ბოლო სხდომა – პრემიერის გადაწყვეტილება

საქართველოს მთავრობამ არსებული შემადგენლობით ბოლო სხდომა გამართა. სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება. როგორც ცნობილია, აღნიშნული აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე კი, პრემიერის თქმით, დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდება.

იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები?

მთავრობის ახალი შემადგენლობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. პრემიერ მინისტრი კონკრეტულ გვარებს ჯერჯერობით არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეებიც იქნებიან. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მინისტრთა მომავალ კაბინეტში ძალოვანი უწყებების მინისტრების ცვლილება არ იგეგმება.

საქართველო არის ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო არის ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა და ალიანსი მასთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს.

რეკლამა