კურორტ “თეთნულდს” საბაგირო გზა შეემატა – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ “თეთნულდის” მშენებლობის პირველი ფაზა წარმატებით დაასრულა. საბაგიროების მწარმოებელი ფრანგული კომპანია “პომას” მიერ აშენებული, ექვსადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგირო პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. საბაგირო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს გააჩნია მთის კურორტების განვითარების კარგი რესურსი, რაც რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული. საქართველოს მთავრობა ტურიზმს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს, რომლის განვითარება ქვეყანას დამატებით ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს მოუტანს.
February 22, 2016 / 10:38 pm
უკვე მეხუთედ, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება გაიმართა
"ტექსტურა"- თბილისში საოჯახო ტექსტილის ახალი სივრცე გაიხსნა
კლასიკური მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარი კონცერტები ელოდებათ
3 ხაზისა და 111 გონდოლისგან შედგება ახალი საბაგირო გზა კობი-გუდაურში, რომელიც 7 კილომეტრზე მეტია და საათში 2800 მგზავრს ემსახურება. ახალი საბაგიროთი იმგზავრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა
კომპანია გუდაურში 26 შენობას აშენებს, რაც აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ, რეკრეაციულ ცენტრსა და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს მოიცავს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი მუშაობენ მსოფლიო დონის ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების საკმაოდ დიდ გუნდთან.