სამოდელო სააგენტო იმიჯ ცენტრს ლონდონიდან აიემჯის წარმომადგენელი ლუის დომინგო ესტუმრა

0
16264

ამბობენ, რომ ქართველ ქალს განსაკუთრებული სილამაზე აქვს და მისი ამოცნობა ყველა ეროვნების ადამიანს შორის შესაძლებელია. სწორედ ამიტომაც, ქართული სილამაზით არაერთ კონკურსსა თუ ქასთინგზე ვიწონებთ თავს. ბოლო წლებში ქართული მოდის ინდუსტრიაც საკმაოდ დახვეწილად და ელეგანტურად წარმოგვიდგენს ქართველ ახალგაზრდებს. იქმნება დიზაინერების ახალი ხაზი, იხვეწება ფოტოგრაფია და იზრდება ახალი სამოდელო თაობა, რომლებიც ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობენ სხვადასხვა ქვეყნებში. მაშინ, როდესაც მოდის ინდუსტრიაზე ვსაუბრობთ, რთულია გამოგვრჩეს ის წარმატებული ქართული პროექტები, როგორებიც არის: „მის საქართველო“ და „ელიტ მოდელ ლუქი“, რომელიც ია კიწმარიშვილის სააგენტო „იმიჯ ცენტრი“-ს მრავალწლიანი პროექტებია. წელს კი სააგენტო “იმიჯ ცენტრს” ბრიტანეთიდან, კერძოდ კი ლონდონიდან ყველაზე მსხვილი სამოდელო სააგენტოს, „IMG”-ს წარმომადგენელი ლუის დომინგო ეწვია, იმ მიზნით, რომ აღმოაჩინოს ახალი სახეები და ხელი შეუწყოს მათ სამომავლო კარიერას საქართველოს ფარგლებს გარეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here