საფრანგეთის “ვოისის” აღმოჩენა, ნატალია სტუმრად მედიაჰოლდინგ ფორტუნაში

0
11103

მსოფლიო ვარსკვლავებისთვის საქართველო საინტერესო და მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდა. ბოლო რამდენიმე წელია სწორედ ჩვენს ქვეყანაში არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი დაჩეკინდა, რომლებმაც ქართველი მსმენელი საოცარი შოუებით გაანებივრეს. ისინი ყოველთვის აღნიშნავენ რომ საქართველო განსაკუთრებული კუტურის და სილამაზის მატარებელი ქვეყანაა, ამიტომაც მათთვის ჩვენი ქვეყანა ხშირად ინსპირაციის წყაროც ხდება. ამჯერად საქართველოს ფრანგი წარმატებული მომღერალი, 2017 წლის საფრანგეთის ვოისის აღმოჩენა, ნატალია ეწვია. ის, ასევე, რადიოჰოლდინგი ფორტუნას სტუმარიც გახლდათ, რომელმაც ჰოლდინგში შემავალი სხვადასხვა მედია საშუალებების მუშაობის პროცესი ნახა და დაათვალიერა ჩვენი ჰოლდინგი, რა დროსაც აღნიშნა, რომ საქართველო არის სამოთხე დედამიწაზე შოუბიზნესის კუთხით. თუ ვისთან ერთად და კონკრეტულად, რა მიზეზის გამო იმყოფება ნატალია საქართველოში, ამას ის ჩვენს კამერებთან ჰყვება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here