სად და ვისთან ერთად აღნიშნა ნიკოლოზ რაჭველმა დაბადების დღე?

სად და ვისთან ერთად აღნიშნა ნიკოლოზ რაჭველმა დაბადების დღე?

ორი ავტორის ფესტივალის, რომელიც დიმიტრი შოსტაკოვიჩისა და გია ყანჩელის შემოქმედებას ეძღვნება, დასკვნითი საღამო, ოპერის თეატრში გაიმართა. ევგენი მიქელაძის სახელობის, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრისა და ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით ფესტივალი “alla KONTRAPUNKT” 9 მაისს გაიხნსა და მასში მონაწილეობა, არაერთმა საერთაშორისო აღიერების მუსიკოსმა მიიღო. მათ შორის იყვნენ: მარიამ მეეროვიჩი, ბორის ანდრიანოვი და სერგეი ნააკრიაკოვი.

May 16, 2017 / 6:59 pm

TOP გადაცემები

ქართველი მერლინ მონროს პროვოკაციული მუსიკალური კლიპი

პროვოკაციული, თამამი, სექსუალური ელემენტებით დატვრთული - ასეთია ქართველი მერლინ მონროს, იგივე მარიამ ციმინტიას, პირველი მუსკალური ნამუშევარი, სადაც მუსიკოსი საზოგადოების წინაშე სულ სხვა იმიჯით წარსდგა. როგორც თავად ამბობს, ეს არის მისი ცხოვრების ალეგორია, სადაც იმ ადამიანზე გვიმღერის, რომელიც წარსულში ძალიან უყვარდა.

ქეთი შეყელაშვილი მის მსოფლიოზე საქართველოს წარადგენს

საქართველოს "მის მსოფლიო 2017"-ზე ქეთი შეყელაშვილი წარადგენს. ქეთი "მის საქართველო 2015"-ის მონაწილე და ვიცე-მისის ტიტულის მფლობელია. 23 წლის ქეთიმ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ფაკულტეტი დაამთავრა. ის 176 სანტიმეტრი სიმაღლისაა.

GEORGIA VIP PARTY – თბილისში ყველაზე გლამურული ივენთების სერია დაიწყო

როგორ მოვაწყოთ დაუვიწყარი ღონისძიება, რომელზეც ყველა დიდი ხნის განმავლობაში ილაპარაკებს?! როდესაც ამაზე ფიქრს ვიწყებთ, თავში ბევრი წვრილმანი გვიტრიალებს. თუმცა, რაც ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის არის, რომ სტუმრებს ღონისძიების მაღალი დონის ხარისხი ვაჩვენოთ.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

გია ყანჩელის ემოციური მიმართვა მსმენელს

გია ყანჩელის ემოციური მიმართვა მსმენელს: „შეიძლება, ისე მოხდეს, რომ „დედა ენა“ იყოს ჩემი უკანასკნელი ნაწარმოები...“

ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის, ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის საღამო გაიმართა, სადაც სცენები ოპერებიდან „ბედის ძალა“ და „ტოსკა“ შესრულდა. ცნობილ მომღერალს პარტნიორობას იანო ალიბეგაშვილი და ბადრი მაისურაძე, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი, ლადო ათანელის კონკურსის გამარჯვებული, არმაზ დარაშვილი, სტაჟიორი, გიორგი ჭელიძე და ოპერის გუნდის მსახიობი, იური ასლანიშვილი უწევდნენ. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ოპერის გუნდი და ორკესტრი, მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.

ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება მიენიჭა

კომპოზიტორს, დირიჟორსა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება მიენიჭა. ამ ამპლუაში ის უნისეფს დაეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთა უფლებების დაცვასა და იმ ნეგატიური სოციალური ნორმების შეცვლაში, რომელიც ხელს უწყობს ბავშვთა მიმართ ძალადობას. მის საქმიანობაში ასევე განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ადვოკატირებას და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მიმართ ძალადობის აღმოფხვრას.

თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი იწყება

თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი იწყება, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი, პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილია. ღონისძიება ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 21 ივნისს აიღებს სტარტს და 2 ივლისს დაიხურება. ფესტივალის დაფუძნების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ჰოლანდიის ელჩი საქართველოში, იოს დაუმა და ნინო ანანიაშვილი გაუძღვნენ. თბილისის საბალეტო ფესტივალი კრეინის "ლაურენსიას" პრემიით გაიხსნება.

“Alla Kontrapunkt” – გია ყანჩელისა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის შემოქმედება ერთ ფესტივალში

ევგენი მიქელაძის სახელობის, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, ნიკოლოზ რაჭველითან ერთად, ორი ავტორის ფესტივალს "Alla Kontrapunkt-ს" გამართავს, რომელიც დიმიტრი შოსტაკოვიჩისა და გია ყანჩელის შემოქმედებას წარმოგიდგენთ. ფესტივალის ფარგლებში, ხუთი კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მოწვეული, საერთაშორისო აღიარების მუსიკოსები მიიღებენ, მათ შორის იულიან მილკისი, გიორგი ცაგარელი და ანდრეა კორტესი.

რეკლამა