საბა კემულარია “მხოლოდ ქართულის” ორივე ლაივის ლიდერი გახდა

0
1371

მოლოდინები იმის შესახებ, რომ პროექტი „მხოლოდ ქართული“ სატელევიზიო სივრცეში გადატრიალებას მოახდენდა გამართლდა. ლაივებიც დაიწყო და პროექტის რეიტინგი საკმაოდ მაღალია. საბა კემულარია კი ის კონკურსანტია, რომელიც ორივე ლაივის ლიდერი გახდა და მან ტელეპროექტის მაყურებლის მხრიდან ყველაზე მეტი ხმა დაიმსახურა. 27 წლის საბა ბავშვობიდან მღერის. ის ანსამბლ „შავნაბადას“ წევრია და მღერის ასევე ჯგუფ „ალილოში“. სოლო მომღერლად აქამდე ბედი დიდ სცენაზე არ უცდია. პროექტშიც მეგობრის რჩევით მოხვდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ის საკმაოდ თავდაჯერებულია და როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ამ წარმატებას ის ელოდა. სიმღერის გარდა მას ტურიზმის მენეჯმენტის ბაკალავრიატი აქვს დამთავრებული და გახლავთ საჯარო მმართველობის მაგისტრი. ჰობად კი ის კალათბურთის თამაშს ასახელებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here