საახალწლო ციებ-ცხელება საქართველოში – სად შეიძლება გაატაროთ ახალი წლის დღეები?

საახალწლო ციებ-ცხელება საქართველოში – სად შეიძლება გაატაროთ ახალი წლის დღეები?

დრო გადის, ტრადიციები იცვლება და ახალ ჩვეულებებს ეყრება საფუძველი. მაგრამ ამის მიუხედავად, არ იცვლება ყველაზე მთავარი, რომ ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია მას ღიმილით შევეგებოთ, რადგან ერთი რამ ნამდვილად უცვლელია და ესაა რწმენა იმისა, რომ ახალი წელიწადი ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებას დაუდებს დასაბამს. თუმცა ხშირად, ჩვენი ყოველდღიური გადატვირთული ცხოვრებიდან გამომდინარე, ახალ წელს საჭირო განწყობით ვერ ველოდებით. ახალი წლის მოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე კი ამ ყველაფერზე თბილისის მერია ზრუნავს. წელსაც ტრადიციულად თბილისის ქუჩებში საახალწლო ღონისძიებები და აქტივობები იგეგმება. 25 დეკემბრიდან 2 იანვარის ჩათვლით, ახალი თბილისი და დედაენის ბაღი ჯადოსნურ სამყაროდ გადაიქცევა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დრო სასურველ გარემოში გაატაროს.

December 27, 2016 / 12:13 am

TOP გადაცემები

17 ნოემბერს ნინო ქათამაძის კონცერტი თბილისის “Spacehall-ში” გაიმართება

ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული მუსიკოსის ნინო ქათამაძის კონცერტი 17 ნოემბერს თბილისის spacehall-ში გაიმართება. კონცერტს ნინო ქათამაძე და ჯგუფი ინსაითი წარმოგიდგენთ, რომელთა კოლაბორაცია მსმენელისთვის აუცილებლად დაუვიწყარი იქნება. როგორც თავად მუსიკოსმა, ნინო ქათამაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, spacehall-ი არის იდეალური სივრცე, რომელიც მეტ საშუალებას იძლევა მსმენელთან ინტერაქციისა და თავისუფალი იმპროვიზაციისთვის.

ანიტა რაჭველიშვილის წარმატების ფორმულა და სამომავლო გეგმები

ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი, სულ ცოტა ხნის წინ დაგვიბრუნდა სამშობლოში გერმანიიდან, სადაც ძალიან ცნობილ დირიჟორთან, რიკარდო მუტისთან ჯუზეპე ვერდის "რექვიემი" შეასრულა. ეს იყო მისი დებიუტი მასთან თანამშრომლობის. როგორც თავად ანიტა რაჭველიშვილი გვეუბნება, მისი მთავარი წარმატების ფორმულა სწავლა და შრომა გახლავთ. მას წინ დიდი გეგმები აქვს, რის შესახებაც მუსიქ ბოქსის კამერასთან ჰყვება.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თბილისში მედიათეკის რიგით მესამე ფილიალი გაიხნსნა

მედიათეკის რიგით მესამე ფილიალი, თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი შენობა, მოქალაქეებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის კიდევ ერთ, ახალ სივრცეს სთავაზობს. ნაძალადევის რაიონში მდებარე ახალი მედიათეკა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ "თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ ხელმძღვანელთან, გურამ ნიკოლაშვილთან ერთად გახსნა.

“დაიწყე კარიერა” – მერიის სტაჟირების პროგრამა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" (მეორე ეტაპი) დასკვნითი ცერემონიალი გაიმართა. დედაქალაქის მერმა პროგრამის მონაწილე წარმატებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა სტუდენტებს აძლევს შანსს სპეციალობის შესაბამისად აიმაღლონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

თბილისში 2500 ხე-მცენარე დაირგო

თბილისის ზღვის მიმდებარედ, დედაქალაქის მერიისა და კომპანია „აეკომის“ გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, 2500 ხე - მცენარე დაირგო.

გაწყვეტს თუ არა თბილისის მერია “სითი პარკთან“ ხელშეკრულებას?

„სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, დედაქალაქის მთავრობას, საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა მიმართა. დეპუტატებმა კომპანიის მიერ თბილისის ბიუჯეტში 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე ჩარიცხული თანხის რაოდენობაზე, დედაქალაქის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია წარმოადგინეს.

ნუცუბიძის 46-ში სტუდენტის მიერ დაპროექტებული სკვერი გაიხსნა

საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ახალი სკვერი გაიხსნა - პროექტის ავტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა ცქიფურიშვილია, რომელიც საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად გამოვლინდა. ნუცუბიძის 46-თან არსებული სკვერი პირველია საბურთალოზე, სადაც შინაური ცხოველებისთვის სპეციალური, იზოლირებული სასეირნო ზონა მოეწყო.

რეკლამა