რუსთაველის თეატრის კიდევ ერთი სეზონის წარმატებულად გახსნა – რობერტ სტურუას “კაცია-ადამიანი”

0
2548

ქართული თეატრის ვარსკვლავი, რეჟისორი რობერტ სტურუა, რომელსაც დღემდე ასე ასახელებენ. სწორედ მისი სპექტაკლით, „კაცია ადამიანით“ რუსთაველის თეატრში კიდევ ერთი სეზონი გაიხსნა. სპექტაკლი ერთაქტიანი ტრაგიკომედიაა. „კაცია ადამიანი?!“ ქართული თეატრალური სივრცის ნამდვილი შედევრია. საოცრად კეთილი, თბილი და დრამატული წარმოდგენა მაყურებელს გულგრილს არასდროს ტოვებს. სპექტაკლი არის სწორედ იმ ეპოქის მიმოხილვა, სადაც ილია ჭავჭავაძის პერსონაჟები ცხოვრობდნენ, რომელიც სტურუამ, როგორც მას სჩვევია, ძალიან განაზოგადა. სპექტაკლი არის ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე, რომელიც კაცობრიობის არსებობის მანძილზე მუდამ არსებობს. ვითარებას და დროს კი დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here