რუსთაველი თეატრში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმი“ გაიმართა

0
1742

„თბილისი რიტმი“ – სწორედ ასე ეწოდება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს, რომლის ჩატარება კომპანია “თიგის არტმა“ თავის თავზე აიღო. კონცერტის დაწყებამდე რუსთაველის თეატრის ფოიეში კონცერტეზე მისულ პუბლიკას ქარველი კერამიკოსის, ნატო ერისთავის ორიგინალური ნამუშევრების გამოფენა ხელწოდებით, „პორტალ“ დახვდა. კონცერტი კი ევროპის ყველაზე პრესტიჟული კონკურსის, “Letter one” ჯაზის „ამომავალი ვარკსვლავის“ ჯილდოს მფლობელმა ფრანგმა გიტარისტმა, ტომ იბარამ ჯგუფთან ერთად გახსნა. „თბილისის რიტმი“ კომპანიის 15 წლიანი შემოქმედებითი მუშაობის გვირგვინია. ფესტივალის მიზანი ქართულ და უცხოურ სახელოვნებო პოტენციალის ინტეგრაცია, მსოფლიო მუსიკალური მეგაპოლისების გვერდით თბილისის წარმოჩენას და ჩვენი ქვეყნის ფართო მასშტაბური პოპულარიზაციაა. ამით ფესტივალს წვლილი შეაქვს საქართველოს, როგორც რეგიონული კულტურის ცენტრის, იმიჯის გამყარებაში. ფესტივალს 23 ივლისს ნიაზ დიასამიძე და 33ა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დახურავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here