როგორია მერაბ სეფაშვილის ცხოვრება კადრს მიღმა და ოჯახურ გარემოში?

როგორია მერაბ სეფაშვილის ცხოვრება კადრს მიღმა და ოჯახურ გარემოში?

ქართველი მომღერალი, რომელიც ყოველთვის ახერხებს დროის სვლას ფეხი აუწყოს და მისი შემოქმედების მოყვარულები, მუდამ ახალი და განსხვავებული ჰიტებით გაანებივროს. ხშირად მის ირგვილ ინტერესი არა მხოლოდ შემოქმედებით მხარეს, არამედ მის ოჯახურ გარემოსაც ეთმობა, ამიტომ მიუზიკ ბოქსის გადამღები ჯგუფი მერაბ სეფაშვილს სახლში ესტუმრა. საინტერესოა როგორი მამაა ყველასათვის საყვარელი მომღერალი, იჩენს თუ არა ის სიმკაცრეს შვილებთან? როგორც მერაბ სეფაშვილმა გვითხრა, მკაცრ მეთოდებს ხშირად აზრი არ აქვს, რადგან ადამიანს თვისებები ბავშვობიდან მოჰყვება და მათი შეცვლა ვერანაირი მეთოდით ვერ მოხდება.

უცხო არ არის, რომ პოპულარულ ადამიანებს ნაკლები დრო რჩებათ ოჯახთან გასატარებლად, რომ ისინი მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან და ეს ყველაფერი ხშირად მათ პირად ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება. მსგავსი პრობლემები მერაბ სეფაშვილსაც ჰქონია.

November 25, 2016 / 7:10 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

ქართველი მერლინ მონროს პროვოკაციული მუსიკალური კლიპი

პროვოკაციული, თამამი, სექსუალური ელემენტებით დატვრთული - ასეთია ქართველი მერლინ მონროს, იგივე მარიამ ციმინტიას, პირველი მუსკალური ნამუშევარი, სადაც მუსიკოსი საზოგადოების წინაშე სულ სხვა იმიჯით წარსდგა. როგორც თავად ამბობს, ეს არის მისი ცხოვრების ალეგორია, სადაც იმ ადამიანზე გვიმღერის, რომელიც წარსულში ძალიან უყვარდა.

ქეთი შეყელაშვილი მის მსოფლიოზე საქართველოს წარადგენს

საქართველოს "მის მსოფლიო 2017"-ზე ქეთი შეყელაშვილი წარადგენს. ქეთი "მის საქართველო 2015"-ის მონაწილე და ვიცე-მისის ტიტულის მფლობელია. 23 წლის ქეთიმ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ფაკულტეტი დაამთავრა. ის 176 სანტიმეტრი სიმაღლისაა.

„რე“ პრეფიქსი“ – ლიკა ქავჟარაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

„ნატვრის გოგოსთვის“ აღნიშნული გამოფენა პირველი იყო და ამავ დროულად ემოციურიც. ბროწეულის ხესავით დაუვიწყარი სილამაზის და არაერთი კინო როლის შემდეგ მარიტამ ქართველებს ფერწერის არაჩვეულებრივი შემოქმედება „ვაკე არტ გალერიში“ წარუდგინა.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მერაბ სეფაშვილმა სცენაზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილე სოლო კონცერტით აღნიშნა

40 წელია რაც სცენაზე დგას. პირველად, 15 წლის ასაკში იმღერა. 16 წლის უკვე მღეროდა ანსამბლ „რერო“-ში. სწორედ აქედან დაიწყო მისი სასიმღერო კარიერა. პოპულარობა თანდათან მოვიდა და მალე ყველა ასაკის მსმენელისთვის საყვარელ მომღერლად იქცა. 2012 წლის 20 მაისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მერაბ სეფაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ამჯერად რუსთაველის თეატრში საიუბილეო კონცერტი გამართა, სადაც ყველასთვის საყვარელი სიმღერები ახალი ჟღერადობით შეასრულა კამერული ორკესტრისა და ბენდის თანხლებით, რომელსაც დავით მაზანაშვილი ხელმძღვანელობდა.

მამაკაცები ქალებისთვის – სარვამარტო საჩუქარი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში

ქართველმა მომღერალმა მამაკაცებმა, საკმაოდ ორიგინალური საჩუქარი გაუკეთეს ქართველ მანდილოსნებს და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მიიწვიეს. ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მხოლოდ მამაკაცებმა იმღერეს ქალებისთვის. თუმცა კონცერტის დაწყებამდე, გახსნით საღამოზე მოსულ სტუმრებს, ყვავილებით და ტკბილეულით დახვდნენ. იმისათვის, რომ ქალი ბედნიერი იყოს, უამრავი კრიტერიუმია, თუმცა მამაკაცმა ამ კრიტერიუმებიდან ერთი თუ მაინც იცის ნამდვილად დასაფასებველია.

რატომ არ იღებს მონაწილეობას მერაბ სეფაშვილი სამთავრობო კონცერტებში და მომღერლის სამომავლო გეგმები

სამთავრობო კონცერტები ქართველ მომღერლებს შორის მუდმივი უკმაყოფილების თემაა, თუმცა მერაბ სეფაშვილი ქართული ესტრადის ის ვარსკვლავია, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არცერთ მასშტაბურ ღონისძიებაზე არ გამოსულა და ამის გამო უკმაყოფილებაც არასდროს გამოუთქვამს.

რეკლამა