როგორ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და რა ღონისძიებებით იყო დატვირთული რუსთაველის გამზირი

0
2069

საქართველომ 100 წლიანი ისტორია აღნიშნა. ზუსტად 100 წლის წინ 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რომლის დამოუკიდებლობაც ევროპის წამყვანმა ქვეყნებმაც ცნეს, თუმცა საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ არსებობა არასრული სამი წლის თავზე შეწყვიტა, მართალია, საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვება 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცდხადების დღედ 26 მაისი აღინიშნება და როგორც დედაქალაქში ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ამ დღეს არაერთი ღონისძიება მიმდინარეობდა, მათ შორის იყო, საბავშვო კონცერტები, კინო ღია ცის ქვეშ, უამრავი სპორტული თუ მხატვრული შეჯიბრებები, გამოფენა გაყიდვა, საბავშვო წარმოდგენები და სხვები. რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ღონისძიებების დასკვნითი ეტაპი გალაკონცერტით დასრულდა. კონცერტის ბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. თუმცა, გალა-კონცერტის პარალელურად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბრიტანელმა მეგა ვარსკვლავმა, ჯეიმს ბლანტმა კონცერტი გამართა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here