რესტორან „ვეფხი და მოყმეში“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ჩვენება გაიმართა

რესტორან „ვეფხი და მოყმეში“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ჩვენება გაიმართა

ერთ თვიანი საფეხბურთო ცხოვრება საფრანგეთის ნაკრების ჩემპიონობით დასრულდა. რესტორან “ვეფხი და მოყმეში” კი, როგორც იცით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საფეხბურთო მატჩების ჩვენებები იმართებოდა. ბუნებრივია, არც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო გამონაკლისი და ამჯერადაც მეზობელი რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” ფეხბურთის მოყვარული თანამშრომლები აღნიშნულ სივრცეში შეიკრიბნენ. თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა რესტორან „ვეფხი და მოყმეს“, ამ კითხვას ისინი ჩვენი კამერების წინ პასუხობენ. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, თუმცა რესტორანი „ვეფხი და მოყმე“ თავიანთი სტუმრებისთვის სიახლეების შეთავაზებას არ წყვეტს. 26 ივლისს სტუმრებს სოფო ბათილაშვილი, ჯგუფი ნიუტონი და ზვიად ბოლქვაძე უმასპინძლებენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს საღამო გამორჩეული და განსაკუთრებული იქნება.

July 16, 2018 / 9:22 pm

TOP გადაცემები

სამოდელო სააგენტო “best models”-მა ექვსი წლის იუბილე აღნიშნა

სამოდელო სააგენტო „best models“-ი კი უკვე წლებია ამ საქმეს ემსახურება და საზოგადოებას მის მიერ აღზრდილი წარმატებული მოდელებიც ახსოვს.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ჯადოსნური ამბავი და ფანტასტიკური საღამო რადიო ფორტუნას მხარდაჭერით „მაკნატუნა-ოთხი სამეფოს“ პრემიერა

რადიოჰოლდინგ ფორტუნას მხარდაჭერით და კომპანია Geo world-ის ორგანიზებით „კავეა გალერეამ“ „მაკნატუნა-ოთხი სამეფოს“ პრემიერას უმასპინძლა. ფილმის ქართულ პრემიერას ყველასათვის ნაცნობი სახეები შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად დაესწრნენ. მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მოწყობილ ფოტოსესიაში და საზეიმოდ ტორტიც გაჭრეს.

ნინო სურგულაძე “ნიუ იორკ თაიმსის” ყურადღების ცენტრში

"ნიუ იორკ თაიმსის" ფურცლებზე ამოიკითხავთ: „ფუფუნებაა, გყავდეს ნინო სურგულაძე აზუჩენას როლში“. დიახ, „ნიუ იორკ თაიმსმა“ პარმის ვერდის ფესტივალი მიმოიხილა, სტატიაში კი აღნიშნა, რომ ნინო სურგულაძის მიერ შესრულებული აზუჩენას პარტია „ტრუბადურის“ ახალ საინტერესო დადგმაში, დამატყვევებელი იყო.

მარინა ბერიძე – „მე რომ სიმღერა მქონდეს და ახალგაზრდა ვიყო, ბევრად უფრო საშიში ვიქნებოდი“

მკაცრი და სამართლიანი - ამ ეპითეტებით მუსიკალურ პროდიუსერს, მარინა ბერიძეს ხშირად ახასითებენ. ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდა თაობის არაერთი ვარსკვლავი აღმოაჩინა, „მხოლოდ ქართულის“ მეორე სეზონის ჟიურის წევრადაც მოგვევლინება.

„ბიამ“ რადიოჰოლდინგი ფორტუნა „ყველაზე ერთგული მედია მხარდამჭერის“ ნომინაციაში დააჯილდოვა

დაჯილდოებულთა შორის რადიო ფორტუნას გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე გახლდათ, რომელსაც სიგელი ნომინაციაში „ყველაზე ერთგული მედია მხარდამჭერი“ გადაეცა. საღამოს მუსიკალურად ინგლისსა და უკრაინაში მოღვაწე მომღერალი სოფი ვილი აფორმებდა.

გიორგი სუხიტაშვილის ახალი სიმღერის პრემიერა რადიო „ფორტუნაში“

„ტრიალებს“, სწორედ ასე ჰქვია იმ სიმღერას, რომელიც მომღერლის ერთადერთი ნამუშევარი არ არის და ის ერთ-ერთია პროექტ „კინომუსიკიდან“, სადაც გაერთიანებულია ყველასათვის საყვარელი ქართული კინო მუსიკის ძველი კომპოზიციების ახალი ვერსიები.

რეკლამა