დარწმუნებულები ვართ, რომ როდესაც საქმე უძრავ ქონებას ეხება აქ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. მაგალითად: ბინის ან ოფისის იჯარით აღება, ხანდახან ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, არც სახლის ან მიწის შეძენაა იოლი საქმე. აი, ხშირად ჭიანურდება ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა გაყიდვა ან გაქირავება, რომელიც ხანდახან ხანგრძლივ პროცესებთან არი დაკავშირებული. ამ საქმეში კი დამოუკიდებლად მოქმედება ხანდახან ძალიან ძნელია და ამ პროცესში საბროკერო კომპანიებსა თუ მაკლერებს მივმართავთ, რომლებიც შუამავლების როლს ასრულებენ მყიდველსა და გამყიდველს შორის. აქ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ნდობის ფაქტორი. თუმცა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროცესების გასამარტივებლად, საქართველოს ბაზარზე აგვისტოდან გამოჩნდა საბროკერო კომპანია Realtors.ge, რომელიც უკვე ოფიციალურად გაიხსნა ზაქარია ფალიაშვილის ქ. 38-ში.
September 23, 2017 / 12:27 am
ღვთაებრივი ოქროს ბურთები - კაფე "პონპონჩიკის" მრავალფეროვანი შეთავაზება მომხმარებელს
ვალერიან შიუკაშვილი 3 მარტს დაგეგმილ კონცერტს ორსულ ქალებს უძღვნის
გიორგი სუხიტაშვილის ახალი სიმღერის პრემიერა ფორტუნაში
ფორტუნა აკადემიაში ტრენინგი, "გაყიდვების ხელოვნება" წარმატებით დასრულდა.
გაყიდვის სწორი და თანამედროვე ტექნიკების ცოდნა კი კონკურენტულ ბაზარზე ადგილის დამკვიდრების და შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. სწორედ ამიტომ საქართველოს მედია ფონდმა და ტრენინგ ცენტრმა ფორტუნა აკადემიამ საზოგადოებას გაყიდვების ხელოვნების ტრენინგი შესთავაზა სოფია გოლეთიანთან ერთად.
თბილისში ე.წ. “ოლიმპიურ სოფელში“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსებში 561 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა. დევნილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სოზარ სუბარმა თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსში 33 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 347 დევნილ ოჯახს გადაეცემა - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დევნილები ბინებს თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, სენაკში, აბაშაში, მარნეულში, ხობში, წყალტუბოსა და ჩხოროწყუში მიიღებენ.
თბილისის ზღვაზე, ე.წ. ოლიმპიურ სოფელში 561 დევნილ ოჯახს თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა. პროფესიული კავშირების შენობაში, 111 ერთოთახიანი და 169 ოროთახიანი ბინა ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. როგორც დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, სულ 6 ნგრევადი შენობა დაიხურა, მათ შორის ორი დიდი ობიექტი ე.წ. აეროპორტის ჩასახლება და სასტუმრო "კოლხეთი".