„რე“ პრეფიქსი“ – ლიკა ქავჟარაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

0
2487

ხატვა 30 წლის ასაკში მომხდარი ტრაგედიის, დედის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ამას თან ახლდა ქვეყანაში არსებული ომისა და გაჭირვების პერიოდი. ვერ აცნობიერებდა ამას რისთვის აკეთებდა, თუმცა ფერებით თამაში, გრძნობების ტილოზე გადატანა ამშვიდებდა და გზას უჩვენებდა, რაღაც ახლის ძიებისკენ. მსახიობი ლიკა ქავჟარაძე, რომელიც ქართული სილამაზის ეტალონად მიიჩნეოდა, გამოფენამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. „ნატვრის გოგოსთვის“ აღნიშნული გამოფენა პირველი იყო და ამავ დროულად ემოციურიც. ბროწეულის ხესავით დაუვიწყარი სილამაზის და არაერთი კინო როლის შემდეგ მარიტამ ქართველებს ფერწერის არაჩვეულებრივი შემოქმედება „ვაკე არტ გალერიში“ წარუდგინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here