რატომ უნდა მივიყვანოთ ბავშვი დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიაში

რატომ უნდა მივიყვანოთ ბავშვი დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიაში

ალბათ, ბავშვობაში, ერთხელ მაინც უკითხვათ თქვენთვის, ვინ გვსურდათ, რომ მომავალში გამოსულიყავით. დარწმუნებულები ვართ, ამ კითხვაზე პასუხი ფეხბურთელი, არაერთხელ გაგიციათ ან სხვებისგან მოგვისმენიათ. ფეხბურთელობა, დღეს არაერთი ბავშვის ოცნებაა. ამიტომ , მნიშვნელოვანია, ამ პროფესიის დასაუფლებლად სწორად გადადგმული პირველი ნაბიჯები. დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემია კი, რომელიც ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს, ამ კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა. დაგვეთანხმებით, დღეს არაერთ ბავშვს ამ პროფესიის არჩევა, ლეგენდარული ფეხბურთელების გამო სურთ, მაგალითად ისეთის, როგორიც პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუა. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ფეხბურთელი აკადემიის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

აკადემიაში შესვლისას, პირველივე რაც თქვენს გაოცებას გამოიწვევს, არის ინფრასტრუქტურა, ასევე სტადიონები, სპორტდარბაზები და კეთილმოწყობილი სამუშაო ოთახები. სასწავლებელში საქართველოს ყველა რეგიონის საუკეთესო მოზარდები ირიცხებიან, რომელთაც მაღალი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი მწვრთნელები ასწავლიან. დინამოს აკადემიის სხვადსხვა ასაკობრივი გუნდები რეგულარულად მონაწილეობენ და წარმატებებს აღწევენ საერთაშორისო ტურნირებში. ისინი წარმატებით იცავენ დინამოს და საქართველოს ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდების ღირსებას.

June 14, 2017 / 2:28 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

ქეთი შეყელაშვილი მის მსოფლიოზე საქართველოს წარადგენს

საქართველოს "მის მსოფლიო 2017"-ზე ქეთი შეყელაშვილი წარადგენს. ქეთი "მის საქართველო 2015"-ის მონაწილე და ვიცე-მისის ტიტულის მფლობელია. 23 წლის ქეთიმ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ფაკულტეტი დაამთავრა. ის 176 სანტიმეტრი სიმაღლისაა.

„რე“ პრეფიქსი“ – ლიკა ქავჟარაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

„ნატვრის გოგოსთვის“ აღნიშნული გამოფენა პირველი იყო და ამავ დროულად ემოციურიც. ბროწეულის ხესავით დაუვიწყარი სილამაზის და არაერთი კინო როლის შემდეგ მარიტამ ქართველებს ფერწერის არაჩვეულებრივი შემოქმედება „ვაკე არტ გალერიში“ წარუდგინა.

საქართველოს რომელ კუთხეებში იმოგზაურებს ისლანდიელი მუსიკოსი Bjork

ადამიანი, რომელმაც 20 წლის წინ ახალი მუსიკა შექმნა, თავისი ექსპრესიული ხმით და მრავალ მუსიკალურ ჟარში მოღვაწეობით. როგორც იცით, ის საქართველოში კონცერტებს თბილისის საკონცერტო დარბაზში 31 ოქტომბერს გამართავს, ხოლო 3 ნოემბერს თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრი უმასპინძლებს.

Facebook

რეკლამა

რეკლამა