რატომ შეუერთდნენ ქართველი მომღერლები “მსოფლიო პრინცებისა და პრინცესების” ფესტივალს?

0
1913

უკვე რამდენიმე დღეა ქალაქ ბათუმში, პატარა მსოფლიო პრინცები და პრინცესები იმყოფებიან, რომლებსაც საპასუხისმგებლო მისია აქვთ დაკისრებული და რომელთა გვირგვინებიც, კეთილი საქმის კეთებას ემსახურება. ისინი თავიანთ ქვეყნებში უკვე გამარჯვებულები არიან. ღონისძიების მესვეურების მიზანია, რომ პატარებმა თავიდანვე გაიაზრონ და გაამართლონ “საუკეთესო პრინცისა და პრინცესის” წოდება. რაც გულისხმობს იმას, რომ იყვნენ ქველმოქმედები, დიპლომატიურები და მზად იყვნენ დახმარებისთვის. სწორედ ამიტომ, ფესტივალის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდა, კერძოდ სოციალური პროექტი “მომავლის ვარსკვლავი”. საღამოს მიზანი იყო სოციალურად დაუცველი ნიჭიერი ბავშვების წარმოჩენა, რომელიც ხელოვანთა კავშირის პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here