რატომ გაცვალა Jamiroquai-მ ბაქო ბათუმზე, ჯაზ-ფესტივალის დაზღვეული ბილეთები და ვარსკვლავები ბათუმში

0
4178

საბჭოთა კავშირში, მაშინ, როცა ერთ ოთახში შეყუჟული მელომანები, თავისუფლებას მოწყურებულები ჯაზს უსმენდნენ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოში გენიალურ მუსიკას 21-ე საუკუნეში დაუფარავად, სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში, თუ ღია ცის ქვეშ მოისმენდნენ და ყოველწლიურ მუსკალურ ფესტივალად აქცევდნენ. ჩვენს თანამედროვეობაში, ქართულ სივრცეში თბილისის და შავი ზღვის ჯაზ ფესტივალებმა, უკვე საპატიო ადგილი დაიკავა და მეტიც, მასზე მოხვედრა ერთგვარ პრესტიჟად ითვლება.

წელს ბათუმს საკმაოდ გამოჩენილი არისტების მასპინძლობა მოუწევს. 27 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით “თიბისი სტატუსი“ და “ისთერნ ფრომოუშენი“ წარმოგიდგენთ ტრადიციული ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალის მეთერთმეტე სეზონს. წინა სეზონი საიუბილეო გახლდათ და შესაბამისად, ორ უიქენდზე გადანაწილდა, არტისტების ჩამონათვალიც გაორმაგებული იყო. წელს ბათუმის ჯაზფესტივალი თავის ჩვეულ რიტმსა და ფორმატს დაუბრუნდა. რაც შეეხება ფესტივალის ჰედლაინერებს, ესენი იქნებიან “ჯამიროქუაი“, ჯოშ სტოუნი და კიდევ არაერთი არტისტი. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და თქვენდა საბედიეროდ ღონისძიების მესვეურებს საკმაოდ კარგი შემოთავაზება აქვთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here