რატომ არ იღებს მონაწილეობას მერაბ სეფაშვილი სამთავრობო კონცერტებში და მომღერლის სამომავლო გეგმები

რატომ არ იღებს მონაწილეობას მერაბ სეფაშვილი სამთავრობო კონცერტებში და მომღერლის სამომავლო გეგმები

სამთავრობო კონცერტები ქართველ მომღერლებს შორის მუდმივი უკმაყოფილების თემაა, თუმცა მერაბ სეფაშვილი ქართული ესტრადის ის ვარსკვლავია, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არცერთ მასშტაბურ ღონისძიებაზე არ გამოსულა და ამის გამო უკმაყოფილებაც არასდროს გამოუთქვამს.

ემიგრანტების საყვარელ ვარსკვლავს, ხშირად უწევს მოგზაურობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ამჯერად ათენში, ისრაელში და ამერიკაში მიემგზავრება, სადაც კონცერტებს გამართავს.

November 9, 2016 / 8:05 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

“ვენდის” ქართულმა რესტორანმა Dave’s Way-ის სერთიფიკატი მიიღო

დაჯილდოების ცერემონიალი 26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ რესტორნის ორი წლის იუბილესა და 48 წლის წინ, 15 ნოემბერს ამერიკაში კერძოდ კი ოჰაიოს შტატში მსოფლიოში პირველი "ვენდის" რესტორნის დაარსების დღეს დაემთხვა. სწორედ ამის აღსანიშნავად კომპანიამ ჟურნალისტები მათთან მიგვიწვია.

17 ნოემბერს ნინო ქათამაძის კონცერტი თბილისის “Spacehall-ში” გაიმართება

ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული მუსიკოსის ნინო ქათამაძის კონცერტი 17 ნოემბერს თბილისის spacehall-ში გაიმართება. კონცერტს ნინო ქათამაძე და ჯგუფი ინსაითი წარმოგიდგენთ, რომელთა კოლაბორაცია მსმენელისთვის აუცილებლად დაუვიწყარი იქნება. როგორც თავად მუსიკოსმა, ნინო ქათამაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, spacehall-ი არის იდეალური სივრცე, რომელიც მეტ საშუალებას იძლევა მსმენელთან ინტერაქციისა და თავისუფალი იმპროვიზაციისთვის.

ანიტა რაჭველიშვილის წარმატების ფორმულა და სამომავლო გეგმები

ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი, სულ ცოტა ხნის წინ დაგვიბრუნდა სამშობლოში გერმანიიდან, სადაც ძალიან ცნობილ დირიჟორთან, რიკარდო მუტისთან ჯუზეპე ვერდის "რექვიემი" შეასრულა. ეს იყო მისი დებიუტი მასთან თანამშრომლობის. როგორც თავად ანიტა რაჭველიშვილი გვეუბნება, მისი მთავარი წარმატების ფორმულა სწავლა და შრომა გახლავთ. მას წინ დიდი გეგმები აქვს, რის შესახებაც მუსიქ ბოქსის კამერასთან ჰყვება.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მერაბ სეფაშვილმა სცენაზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილე სოლო კონცერტით აღნიშნა

40 წელია რაც სცენაზე დგას. პირველად, 15 წლის ასაკში იმღერა. 16 წლის უკვე მღეროდა ანსამბლ „რერო“-ში. სწორედ აქედან დაიწყო მისი სასიმღერო კარიერა. პოპულარობა თანდათან მოვიდა და მალე ყველა ასაკის მსმენელისთვის საყვარელ მომღერლად იქცა. 2012 წლის 20 მაისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მერაბ სეფაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ამჯერად რუსთაველის თეატრში საიუბილეო კონცერტი გამართა, სადაც ყველასთვის საყვარელი სიმღერები ახალი ჟღერადობით შეასრულა კამერული ორკესტრისა და ბენდის თანხლებით, რომელსაც დავით მაზანაშვილი ხელმძღვანელობდა.

მამაკაცები ქალებისთვის – სარვამარტო საჩუქარი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში

ქართველმა მომღერალმა მამაკაცებმა, საკმაოდ ორიგინალური საჩუქარი გაუკეთეს ქართველ მანდილოსნებს და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მიიწვიეს. ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მხოლოდ მამაკაცებმა იმღერეს ქალებისთვის. თუმცა კონცერტის დაწყებამდე, გახსნით საღამოზე მოსულ სტუმრებს, ყვავილებით და ტკბილეულით დახვდნენ. იმისათვის, რომ ქალი ბედნიერი იყოს, უამრავი კრიტერიუმია, თუმცა მამაკაცმა ამ კრიტერიუმებიდან ერთი თუ მაინც იცის ნამდვილად დასაფასებველია.

როგორია მერაბ სეფაშვილის ცხოვრება კადრს მიღმა და ოჯახურ გარემოში?

ქართველი მომღერალი, რომელიც ყოველთვის ახერხებს დროის სვლას ფეხი აუწყოს და მისი შემოქმედების მოყვარულები, მუდამ ახალი და განსხვავებული ჰიტებით გაანებივროს. ხშირად მის ირგვილ ინტერესი არა მხოლოდ შემოქმედებით მხარეს, არამედ მის ოჯახურ გარემოსაც ეთმობა, ამიტომ მიუზიკ ბოქსის გადამღები ჯგუფი მერაბ სეფაშვილს სახლში ესტუმრა. საინტერესოა როგორი მამაა ყველასათვის საყვარელი მომღერალი, იჩენს თუ არა ის სიმკაცრეს შვილებთან? როგორც მერაბ სეფაშვილმა გვითხრა, მკაცრ მეთოდებს ხშირად აზრი არ აქვს, რადგან ადამიანს თვისებები ბავშვობიდან მოჰყვება და მათი შეცვლა ვერანაირი მეთოდით ვერ მოხდება.

რეკლამა