ქართველი ვარსკვლავები ქველმოქმედების იდეის გარშემო ერთიანდებიან

0
1555

3 მარტს, დედის დღეს ქართველი ვარსკვლავები ქველმოქმედების იდეის გარშემო ერთიანდებიან. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ფონდ „იავნანას“ მხარდასაჭერად გალაკონცერტი გაიმართება. 14 წლის განმავლობაში ამ დღეს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ საზოგადოებას აერთიანებს, წელს კი „იავნანას“ და კეთილ საქმეს ფონდის მეგობრები გალა კონცერტს მიუძღვნიან. სპეციალურად ამ კონცერტისთვის, ნიუ იორკიდან ქართველი მეცო სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი ჩამოვიდა, ასევე, გუნდს ამსტერდამიდან დირიჟორი, ვახტანგ მაჭავარიანი შემოუერთდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here