ქართველი ლამაზმანები, რომლებიც საკუთარ სილამაზეს პლასტიკურ ქირურგიას უნდა უმადლოდნენ

0
9918

კრიზისის მიუხედავად, ქართველი ქალების უმეტესობა უშურველად აგროვებს ფულს სხეულის ამა თუ იმ ნაწილის ფორმის შესაცვლელად. პლასტიკურ ქირურგ გია გვარამიას თქმით, ყველაზე ხშირად ქართველი ქალები, მკერდს იდიდებენ და ცხვირის რინოპლასტიკას იკეთებენ. პლასტიკურ ქირურგიაზე უარს, არც ცნობილი ქართველები ამბობენ, სისტემატურად სტუმრობენ ქირურგს, ზოგი მკერდს იდიდებს, ზოგი ტუჩს, ზოგი წარბის ფორმას იცვლის, ზოგი ზედმეტ კილოგრამებს იშორებს და . იმასაც ამბობენ, პლასტიკური ქირურგიის პროცესებმა შეჩვევა იცის, ყოველი ოპერაციის შემდეგ გინდა უფრო და უფრო ლამაზი იყო.

თაკო გაჩეჩილაძე

თაკო გაჩეჩილაძესაც არ უყვარს იმაზე საუბარი, რომ პლასტიკური ექიმები, მის გარეგნობაშიც ჩაერივნენ, მაგრამ ძველსა და ახალ ფოტოებზე მისი ტუჩების ზომაში ისეთი განსხვავება ჩანდა, ბოლოს აღიარა, რომ ამაში პლასტიკური ოპერაცია დაეხმარა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ არ მოეწონა და ძველი ტუჩების დაიბრუნება სურს. მიუხედავად ამისა, თაკოს ძველსა და ახალ გარეგნობას შორის, ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ დიდი სხვაობაა. გარდა ტუჩისა, მას ცხვირის ოპერაციაც აქვს გაკეთებული.

ნინა წკრიალაშვილი

ნინა წკრიალაშვილი ერთერთი პირველია, ვინც საკუთარ პლასტიკურ ოპერაციებზე ხმამაღლა ილაპარაკა. ნინას, ცხვირის ოპერაციასთან ერთად, დაპატარავებული აქვს თვალის ბალიშები და შეცვლილი აქვს ტუჩების ფორმა. მომღერალი თავდაპირველად ნანობდა კიდეც ცხვირის ოპერაცია რომ გაიკეთა, თუმცა პლასტიკური ქირურგიის და ბოტოქსის წინააღმდეგი არ არის. მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, გარეგნობის კორექცია აუცილებელია.

ნინამ რამდენიმე თვის წინ, საჯდომის ოპერაციაც გაიკეთა, როგორც ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნა ეს ოპერაცია მისთვის განსაკუთრებით რთული იყო.

ქეთა თოფურია

რუსული ესტრადის ქართველ მომღერალს, ქეთა თოფურიას ორჯერ აქვს ცხვირის ოპერაცია გაკეთებული, რადგან პირველი ოპერაციის შემდეგ, მას ცხვირის წვერი დაეწია. რუსული პრესა წლების წინ, იმის შესახებაც ალაპარაკდა, რომ ქეთამ მკერდის ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ ის ამას უარყოფს.

ნანუკა გოგიჩაიშვილი

ნანუკა გოგიჩაიშვილი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოდელად ითვლება. განსაკუთრებულ ყურადღებას მისი ფეხები იქცევს, უდაოა, რომ მოდელს ულამაზესი ტანი აქვს. რამდენიმე წლის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნანუკამ ამერიკაში, რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რასაც მოდელი უარყოფს. მისი თქმით, მას მხოლოდ ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული. რაც მის ძველ და ახალ ფოტოებზეც მარტივი შესამჩნევია.

შორენა ბეგაშვილი

ქართველი სექს-სიმბოლო, შორენა ბეგაშვილი, საქართველოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალად ითვლება. ამბობენ, რომ მას უამრავი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, კერძოდ საჯდომზე და სახეზე. თუმცა თავად ამას უარყოფს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here