თინათინ მაღალაშვილი, მადო ხარატიშვილი და ირაკლი ბახსოლიანი ერთობლივი ქართული ტანდემით ბელორუსიის მოდის კვირეულზე მიემგზავრებიან. დიზაინერებისთვის ეს არ არის პირველი ვიზიტი ზემოთხსენებულ ქვეყანაში, განსხვავებით ახალბედა ირაკლი ბახსოლიანისათვის,რომლის ხელნაკეთი ჩანთები სხვა ქვეყნის პოდიუმს პირველად მონათლავენ.
March 30, 2016 / 9:28 pm
უკვე მეხუთედ, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება გაიმართა
"ტექსტურა"- თბილისში საოჯახო ტექსტილის ახალი სივრცე გაიხსნა
თინათინ მაღალაშვილმა საქველმოქმედო ჩვენება გამართა
თბილისში თინათინ მაღალაშვილის საქველმოქმედო ჩვენება გაიმართა
საქართველოში რომ მოდა უფრო და უფრო ვითარდება, ამის დასამოწმებლად მოდის კვირულების არსებობაც მოწმობს, ან კიდევ უფრო დიზაინერების სიმრავლე. თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში არიან ისეთებიც, რომლებაც თავიანთი ადგილი წლებია ქართულ მოდურ ინდუსტრიაში დაიმკვიდრეს. ასეთი კი თინათინ მაღალაშვილი გახლავთ, რომელიც დიდი ხანია საკუთარი კოლექციის პოპულარიზაციას არა მარტო საკუთარ ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ აქტიურად ეწევა.
ქართველი დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი ერთადერთია, რომელიც საკუთარ ჩვენებებს ქველმოქმედებისთვის აწყობს. უყვარს წყნარი ცხოვრება. მასზე ჭორი არასდროს გავრცელებულა. მაგრამ არც მისი გზა ყოფილა მთლად ია - ვარდით მოფენილი და მის ცხოვრობაშიც იყო ისეთი შემთხვევა, რასაც სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მაგალითისთვის გავიხსენოთ 2015 წლის 26 მაისი, როდესაც თბილისის მერის, დავით ნარმანიას მეუღლის ჩაცმულობა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მაშინ გაირკვა, რომ თიკა თინიკაშვილის ლუქი, თინათინ მაღალაშვილს ეკუთვნოდა. დღემდე ის მერის მეუღლის რჩეულ დიზაინერად მოიაზრება.
დღეს ნებისმიერი დიზაინერისთვის აუცილებელია თავისი ნამუშევრები საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანოს. მოდის სფეროში მოღვაწე ქართველებიც ამ აზრს იზიანერებენ, რადგან უკვე მეორედ ემზადებიან მოსკოვში საკუთარი ნამუშევრების შოურუმზე წარსადგენად.