თუ გსურთ სტაბილური ბიზნესი ააწყოთ, თქვენ საქმეს უნდა შეხედოთ პოზიციიდან “პრობლემა-გადაჭრა”. კულტურა თქვენი კომპანიის საფუძველს წარმოადგენს და მისი მატარებლები ადამიანები არიან. თქვენი თანამშრომლები უნდა იყვნენ ჭკვიანები, შრომისუნარიანები, მიზანმიმართულები და პატიოსნები. თავიდანვე ასეთი ადამიანები უნდა ნახოთ, რის შედეგადაც თქვენს კომპანიას, ისეთი მუხტი ექნება, რომელიც მრავალ დაბრკოლებას გადალახავს. ჩვენ ისინი გვთავაზობენ, შემდეგ ვირჩევთ, ნდობას ვუცხადებთ და სათანადოდ ვაღიარებთ. ამ ყველაფრისთვის კი მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან. ზოგი უკვე ზრდასრული და წარმატებულია, ზოგიც ახალბედა. 2016-ის მიწურულს კი ყოველწლიურ ბიზნეს ცერემონიალზე თავს ერთად იყრიან და ქართული ბრენდის წოდებას იღებენ. ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო “პროფილი“ გახლავთ, რომელმაც უკვე მეცამეტედ ბიზნეს ორგანიზაციები, ტელე პროექტები და ადამიანები ქართული ბრენდის ნიშნის ქვეშ გააერთიანა.
December 27, 2016 / 12:06 am
რადიოჰოლდინგი ფორტუნა თვითიზოლაციაში დარჩენილების სოლიდარობის კამპანიას შეუერთდა
მუსიკალური მეგა შოუ „დიდი სცენის“ ფინალური დღე - გამარჯვებულები და რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რჩეული
მსოფლიომ ისევე, როგორც რადიოჰოლდინგმა “ფორტუნამ” რადიოს საერთაშორისო დღე აღნიშნა
რადიოჰოლდინგ ფორტუნას ნაძვის ხეების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები