ქაბულში, მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი გარდაიცვალა. BBC-ს ინფორმაციით, ინციდენტი შიიტურ მეჩეთ ბაქირ ოლუმში მოხდა. როგორც ხელისუფლება აცხადებს, მსხვერპლი, შესაძლოა, გაიზარდოს. შემთხვევის შედეგად 40 ადამიანი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.
November 25, 2016 / 5:40 pm
ღვთაებრივი ოქროს ბურთები - კაფე "პონპონჩიკის" მრავალფეროვანი შეთავაზება მომხმარებელს
მრავალი წელი გავიდა, თუმცა მისმა "ნანამ" იმდენად მყარად შეაღწია ყველას ოჯახში, რომ თაობები აღზარდა. მრავალი წლის განმავლობაში მსმენელისთვის მუსიკოსმა არაერთი გენიალური სიმღერა შექმნა, ხალხის სიყვარულის დასტურად კი მისი სახელობის ვარსკვლავი უკვე რამდენიმე წელია, რაც თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ არსებობს.
გიორგი სუხიტაშვილის ახალი სიმღერის პრემიერა ფორტუნაში
პოლიციამ სტრასბურგში ტერაქტი აღკვეთა. სტრასბურგსა და მარსელში შვიდი ეჭვმიტანილია დაკავებული. დაკავებულები საფრანგეთის, მაროკოსა და ავღანეთის მოქალაქეები არიან. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ისინი თავდასხმას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში 400-ზე მეტი ადამიანი დაკავებული.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM FEST-ის ოფიციალური მედიაპარტნიორი, ტელეკომპანია BBC ხდება. ერთწლიანი თანამშრომლობის კონტრაქტს ხელი, ფესტივალის ორგანიზატორმა, გიორგი სიგუამ და ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს მოაწერეს.
ანტალიაში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა სავაჭრო პალატის შენობასთან მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი მანქანა მთლიანად დაიწვა. დღეს ქალაქის მერის მონაწილეობით ანტალიაში ღონისძიების გამართვა იგეგმებოდა.
ტერაქტი ამერიკაში. ღამის კლუბ Pulse-ში, ორლანდოში, სროლის შედეგად 50 ადამიანი გარდაიცვალა, 53 დაიჭრა. თავდამსხმელი 29 წლის ავღანური წარმომავლობის აშშ-ს მოქალაქე, ომარ მატინია, რომელიც შტურმის დროს სამართალდამცველებმა მოკლეს.
მორიგი ტერაქტი იემენში. ბოლო მონაცემებით ქალაქ ადენში მომხდარი აფეთქების დროს 41 ადამიანი დაიღუპა. პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა იემენის არმიის ერთ-ერთი გენერლის სახლთან ამოქმედდა. რამდენიმე წუთში მეორე აფეთქება მოხდა სამხედრო ბაზასთან. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.