პირველი სექსი, პირველი სიყვარული – პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში – 15 წლამდე მოზარდები არ დაიშვებიან!

0
2267

1945 წელი, მეორე მსოფლიო ომი და ამბავი ჯარში 6 ახალწვეული ამერიკელი ბიჭის შესახებ. ისინი მისისიპის შტატის ქალაქ ბილოქსის საწვრთნელ ბაზაზე, სამხედრო მომზადების კურსს გადიან. ახალგაზრდებს ბევრი რამის სწავლა და განცდა უწევთ. პირველ რიგში რთული ხასიათის მქონე მკაცრი სერჟანტის დავალებების შესრულება, ფრონტის ხაზზე ბრძოლა და დაძაბულ სამხედრო რეჟიმთან გამკლავება. ნოდარ დუმბაძის სახელობის, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე, ცნობილი ამერიკელი მწერლის, ნილ საიმონის პიესა “ბილოქსი ბლუზი” გაცოცხლდება, რომლის დამდგმელი რეჟისორიც დიმიტრი ხვთისიაშვილია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here