ორსულობა გართულებებისა და პათოლოგიების გარეშე – რა უნდა იცოდეს მომავალმა დედამ?

ორსულობა გართულებებისა და პათოლოგიების გარეშე – რა უნდა იცოდეს მომავალმა დედამ?

გართულებებისა და პათოლოგიების გარეშე მომდინარე ორსულობა ქალისთვის დიდი ბედნიერებაა. ორსულობის პერიოდში ქალმა ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს თავის ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში დროულად უნდა მივიდეს ექიმთან კონსულტაციაზე. 9 თვის განმავლობაში მომავალ დედას რამდენჯერმე უწევს ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. როგორც რადიოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, გენრიეტა გაგოშიძე აცხადებს, ულტრაბგერითი კვლევის გარდა, არსებობს დოპლეროგრაფია. დოპლეროგრაფია არის ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც განსაზღვრავს ნაყოფის მდგომარეობას:იღებს თუ არა საკმარის ჟანგბადს ნაყოფი, სათანადოდ უმუშავებს თუ არა გული და ბევრი სხვა რამ. გენრიეტა გაგოშიძის განმარტებით დოპლეროგრაფია ამცირებს პერინატალურ სიკვდილიანობას და გართულებებს.

ფეხმძიმობის პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორსულის ქცევით ფაქტორებს. როგორც რადიოლოგი, გენრიეტა გაგოშიძე აცხადებს, სასურველია მავნე ჩვევებისგან თავშეკავება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

დღევანდელი მონაცემებით, დოპლეროგრაფიის საშუალო ფასი 15 ლარიდან იწყება. ამ მეთოდით ორსულობის მეორე ტრიმესტრში შესაძლებელია ბევრი თანდაყოლილი მანკის დიაგნოსტირება და ნაყოფის გადასარჩენად დროული რეაგირება.

September 22, 2015 / 8:20 pm

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნუკი კოშკელიშვილი და ბენ ჩეიმი მალე მშობლები გახდებიან – წყვილი პირველ შვილს ელოდება.

ნუკი კოშკელიშვილი და ბენ ჩეიმი პირველ შვილს ელოდება. რა თქმა უნდა, ნუკიც და ბენიც ამ ამბავმა ძალიან გაახარა, მაგრამ ნუკი ჩვენს კამერებთან აღნიშნავს, რომ ბედნიერებისგან ჯერ-ჯერობით ვერ აცნობიერებს, რომ მალე დედა უნდა გახდეს.

ექსკლუზიურად „მუზიქ ბოქსისთვის” გახდა ცნობილი, რომ თამო ვაშალომიძე გოგონას დედა გახდება

ქართველი სექს-სიმბოლო, თამო ვაშალომიძე, სულ ცოტა ხანში დედა გახდება. მან მუსიქ ბოქსის კამერებთან გულახდილად ისაუბრა და, სწორედ ჩვენი ეთერის საშუალებით, საზოგადოებას ბავშვის სქესს ამცნობს. დიახ, თამო ვაშალომიძე გოგონას დედა გახდება.

კვირის აქტუალური ჭორები – შორენა ბეგაშვილი შეყვარებულია, არის თუ არა სოფო ბედია ფეხმძიმედ

შორენა ბეგაშვილი შეყვარებულია, არის თუ არა სოფო ბედია ფეხმძიმედ

მაია ასათიანი საკუთარ ორსულობაზე გავრცელებულ ჭორს პირველ გადაცემაში უპასუხებს

მას შემდეგ, რაც ინტერნეტ სივრცეში "პროფილის" გადაცემის ანონსი დაიდო, საზოგადოებაში მაია ასათიანზე მითქმა-მოთქმა არ ცხრება. ამჯერად, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის ფეხმძიმედაა. მაია არ ჩქარობს, გვიპასუხოს და ამაზე განცხადებას თავის პირველ გადაცემაში გააკეთებს.

რეკლამა