ოქროს ტალღა 2017 – წლის მუსიკალური მოვლენა 20 წლიანი ისტორიით, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ და სად შეიკრიბა ქართული შოუბიზნესი

0
2145

რამდენიმე თვიანი უძილობის შემდეგ, გრანდიოზული სამზადისის ფინიშამდეც მივაღწიეთ და სამამულო შოუბიზნესის წარმომადგენლებს 20 ივნისს წლის ყველაზე მუსიკალური მოვლენის “ოქროს ტალღის“ ცერემონიალზე თავი მოვუყარეთ. ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა რადიო ჰოლდინგი “ფორტუნას” დამსახურებაა, რომელიც მისი არსებობის 20 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ქართული მუსიკის განვითარებას ხელს უწყობს. წითელი ხალიჩა, გლამური, ბევრი სიურპრიზი, გემოვნებიანი მუსიკა და წლის ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება “ოქროს ტალღა“. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრს კამათობენ შოუბიზნესის ყოფნა არ ყოფნის საკითხზე, უკვე წლებია ამ ეჭვს რადიო ჰოლდინგი „ფორტუნას“ მუსიკალური დაჯილდოება „ოქროს ტალღა“ აქარწყლებს. ვინ იშრომა ყველაზე მეტი გასულ წელს, ვის ჰყავს ყველაზე ბევრი ფანი და რომელი სიმღერები იყო ყველაზე მოთხოვნადი გასულ წელს რადიო სივრცეში?! ამ შეკითხვებზე პასუხს 20 ივნისს გამართულ დაჯილოებაზე მოძებნდით. წელს ჟიურის წევრებს შორის რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე გახლდათ, რომელიც აუდიტორიას ვიდეო ჩანაწერის საშუალებით მიესალმა და ღონისძიება „წლის დებიუტის ნომინაციის“ გამარჯვებულის დასახელებით გახსნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here