შორენა ბეგაშვილი შეყვარებულია, არის თუ არა სოფო ბედია ფეხმძიმედ
მოდით, თავს ნუ დადებთ ზოგ-ზოგიერთი იმაზე, რომ სელებრითების ცხოვრება თქვენთვის ინტერესის ობიექტს არ წარმოადგენს. დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ თქვენ, ვინც ამას ყველაზე ხშირად ამბობთ, ჩუმ-ჩუმად ყვითელი პრესის ჯიხურებს სტუმრობთ ხშირად და facebook-ზეც აქტიურად ათვალიერებთ. ცნობილი ადამიანების შესახებ ყოველთვის ყველაფერი გვაინტერესებს. ხოლო თუ საქმე შორენა ბეგაშვილს ეხება, ინტერესი ათმაგად იზრდება.
კრიზისის მიუხედავად, ქართველი ქალების უმეტესობა უშურველად აგროვებს ფულს სხეულის ამა თუ იმ ნაწილის ფორმის შესაცვლელად. პლასტიკურ ქირურგ გია გვარამიას თქმით, ყველაზე ხშირად ქართველი ქალები, მკერდს იდიდებენ და ცხვირის რინოპლასტიკას იკეთებენ. პლასტიკურ ქირურგიაზე უარს, არც ცნობილი ქართველები ამბობენ, ისინი სისტემატურად სტუმრობენ ქირურგს, ზოგი მკერდს იდიდებს, ზოგი ტუჩს, ზოგი წარბის ფორმას იცვლის, ზოგი ზედმეტ კილოგრამებს იშორებს და ა.შ… სიუჟეტში ნახავთ ყველაზე ცნობილ ქართველ ვარსკვლავებს, რომლებმაც საკუთარი ვიზუალი, სწორედ პლასტიკური ქირურგიის დახმარებით შეცვალეს
ზუკა ხუციშვილი ერთი კვირის წინ, კლასელზე ქეთუშა მანიჟაშვილზე დაინიშნა. ზუკამ ქეთუშას ხელი ფუნიკულიორზე მდებარე პრესტიჟულ რესტორანში სთხოვა და საყვარელი ქალისგან თანხმობაც მიიღო. ზუკას და მის საცოლეს, ჩვენი გადამღები ჯგუფი გიო ხუციშვილის კონცერტზე შეხვდა. წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარს და როგორც უკვე გაიგეთ, ქორწილისთვისაც ემზადებიან.