ნუცუბიძის 46-ში სტუდენტის მიერ დაპროექტებული სკვერი გაიხსნა

ნუცუბიძის 46-ში სტუდენტის მიერ დაპროექტებული სკვერი გაიხსნა

საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ახალი სკვერი გაიხსნა – პროექტის ავტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა ცქიფურიშვილია, რომელიც საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად გამოვლინდა. ნუცუბიძის 46-თან არსებული სკვერი პირველია საბურთალოზე, სადაც შინაური ცხოველებისთვის სპეციალური, იზოლირებული სასეირნო ზონა მოეწყო.

ახალი სკვერი რაიონის გამგებელმა და თბილისის მერის მოადგილემ გახსნეს. ორზონიან სკვერში დიფერენცირებულია საბავშვო-გასართობი და სასეირნო-სავარჯიშო სივრცეები. ადგილზე დამონტაჟდა ტრენაჟორები, დაირგო წიწვოვანი ჯიშის ნერგები, ტერიტორია შემოისაზღვრა დეკორატიული ღობით, გაკეთდა პანდუსი, დაიდგა ფანჩატურები, საპარკო სკამები, საქანელები და ქვიშის მანეჟი. სკვერი აღჭურვილია ინდივიდუალური სარწყავი სისტემით და დეკორატიული განათებით.

November 4, 2016 / 8:32 pm

TOP გადაცემები

ჟურნალ “Hello”-ს თებერვლის თვის გლამურული ქალი, შორენა ბეგაშვილი გახდა

მადლობა წმინდა ვალენტინს ამ დღისთვის და საბედსიწერო სასიყვარულო ბარათისთვის. ეს დღე ჩვენ მივიღეთ და გავითავისეთ, ალბათ ყველას გყავთ ისეთი ადამიანი, რომელთან ერთადაც ვალენტინობას, დანარჩენ 364 დღეს და მთელ ცხოვრებას სიამოვნებით გავატარებდით. სწორედ ამიტომ ჟურნალმა "Hello" თავისი ერთგული მკითხველისთვის, გადაწყვიტა თებრვლის ნომერი, სიყვარულის დღისთვის მიეძღვნა და თქვენთვის საინტერესო რჩევებიც მოეცა.

ახალბედა ბიზნესმენი გური სალუქვაძე – ქართული ბრენდი “ჩირჩხელა“ ნაციონალური ჯანსაღი ნუგბარი

ნათქვამია მთავარია იცოდე, რა გინდა და მიზანს აუცილებლად მიაღწევო. ჩვენ ეს ბევრჯერ გვსმენია, მაგრამ სტუდენტმა, გური სალუქვაძემ ეს ყველაფერი სისრულეშიც მოიყვანა. მისთვის საქართველო, კერძოდ კი კახეთი, გახდა ინსპირაციის წყარო, შეექმნა ნაციონალური ბრენდი, რომელიც არა მხოლოდ მისი წარმატების საწყისი იქნებოდა, არამედ საქართველოს პოპულარიზაციასაც შეუწყობდა ხელს. "ჩირჩხელა" ესა არის ქართული, ნაციონალური, ჯანსაღი ნუგბარი, იქნება ეს ჩურჩხელა, ჩირი, ჩაი თუ ჯემი.

Top Kids – სკოლა-კომპლექსი “სადუნი”

სკოლა -კომპლექსი "სადუნი" ყოველწლიურად გვანებივრებს ზეიმებით, რომელიც ტარდება ახალი წლის პერიოდში და ასევე არის შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება, რომელიც ტარდება სააღდგომოდ. თითოეული კლასის მომსწავლე, ვალდებულია ჩაერთოს მსგავს ღონისძიებაში, რათა გარემო, რომელიც "სადუნში" სუფევს ბევრად უფრო კომფორტული იყოს.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

საახალწლო ციებ-ცხელება საქართველოში – სად შეიძლება გაატაროთ ახალი წლის დღეები?

წელსაც ტრადიციულად თბილისის ქუჩებში საახალწლო ღონისძიებები და აქტივობები იგეგმება. 25 დეკემბრიდან 2 იანვარის ჩათვლით, ახალი თბილისი და დედაენის ბაღი ჯადოსნურ სამყაროდ გადაიქცევა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დრო სასურველ გარემოში გაატაროს.

“დაიწყე კარიერა” – მერიის სტაჟირების პროგრამა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" (მეორე ეტაპი) დასკვნითი ცერემონიალი გაიმართა. დედაქალაქის მერმა პროგრამის მონაწილე წარმატებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა სტუდენტებს აძლევს შანსს სპეციალობის შესაბამისად აიმაღლონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

თბილისში 2500 ხე-მცენარე დაირგო

თბილისის ზღვის მიმდებარედ, დედაქალაქის მერიისა და კომპანია „აეკომის“ გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, 2500 ხე - მცენარე დაირგო.

გაწყვეტს თუ არა თბილისის მერია “სითი პარკთან“ ხელშეკრულებას?

„სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, დედაქალაქის მთავრობას, საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა მიმართა. დეპუტატებმა კომპანიის მიერ თბილისის ბიუჯეტში 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე ჩარიცხული თანხის რაოდენობაზე, დედაქალაქის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია წარმოადგინეს.

თბილისში საშემოდგომო რგვები იწყება

თბილისის მერმა, მთავრობის სხდომაზე გამწვანების მიმართულებით ქალაქში დაგეგმილი სამუშაოებზე ისაუბრა. დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ გამწვანების ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში, ასევე, სკვერებსა და პარკებში. თბილისის მერის თქმით, დაირგვება დიდი ზომის ხეები და აღდგება დაზიანებული კორომები. საშემოდგომო რგვები მიმდინარე კვირაში დაიწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ვერეს […]

რეკლამა