ახალი წელი ახლოვდება და ქართველი მომღერლები, არა მხოლოდ ჩვენს კარგ განწყობაზე ზრუნავენ და ახალ სიმღერებს გვთავაზობენ, არამედ ცდილობენ ბევრ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთონ და დაეხმარონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ნინო სურგულაძე იმ ხელოვანთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავსა და კარიერაზე არ ფიქრობენ და ცდილობენ საკუთარი წარმატება, სხვების დასახმარებლად გამოიყენონ. მომღერლის დამსახურებით შეიქმნა ფონდი “ნატვრის ხე”, რომელიც უკვე 40-მდე ბენეფიციარს დაეხმარა და ახლა უკვე რიგით მეექვსე საქველმოქმედო კონცერტისთვის ემზადება, რომელიც 28 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. კონცერტის დეტალებზე სასაუბროდ კი მომღერალი თათა სადრაძის საავტორო გადაცემა “არტ ეფემს” ესტუმრა.
December 16, 2016 / 4:09 pm
მეგაშოუ "დიდი სცენის" მონაწილეები, ქეთა ჭიჭინაძე და ზურა მარგიშვილი არტ FM-ს ესტუმრნენ
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის საღამო - „სიცოცხლისთვის“
დასკვნითი კონცერტის კულმინაცია დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ შეკრებილი საზოგადოებისთვის. მსმენელმა მონაწილეები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით და შეძახილებით დააჯილდოვა. ნინო სურგულაძემ კი დამსწრე საზოგადოების მოთხოვნით კომპოზიცია ბისზე კიდევ ერთხელ შეასრულა.
მომღერალ ნუცა ბუზალაძეს რადიოჰოლდინგმა "ფორტუნამ" უმასპინძლა