ნიკა კოჩაროვისა და Young Georgian Lolitaz-ს გეგმები ევროფესტივალიდან დაბრუნების შემდეგ

ნიკა კოჩაროვისა და Young Georgian Lolitaz-ს გეგმები ევროფესტივალიდან დაბრუნების შემდეგ

“აეროპორტში არავინ არ დაგვხვდა“ – ასე სარკაზმნარევად იხუმრა ნიკა კოჩაროვმა ევროვიზიიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გამთენიის 6 საათზე თავს ჟურნალისტების ხროვა არ დასხმიათ, ევროფესტივალზე, მე-20 პოზიციაზე გასვლის შემდეგ, კოჩაროვსა და Young Georgian Lolitaz-ს შესახებ ბევრს ბჭობენ. ბევრი აბობს, რომ ჯგუფისგან განსხვავებით, სიმღერა დიდად არ მოეწონათ, თუმცა კიდევ უფრო მეტი თვლის, რომ ბენდით დაინტერესების მიზეზი სწორედ განსხვავებული ფორმატის ნამუშევარი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ევროვიზია კარიერული მწვერვალი არასდროს ყოფილა, აღიარებენ, რომ კონკურსის შემდეგ ჯგუფით ბევრი დაინტერესდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, Young Georgian Lolitaz-ის რამდენიმე კონცერტია დაგეგმილი.

May 23, 2016 / 7:39 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

ჭორები: მოდური ირაკლი მაქაცარია, “მისის პლანეტა 2018”, ნია წივწივაძე მის მსოფლიოზე გაემგზავრა

„მის საქართველო 2017“ ქერათმიანი ლამაზმანი ნია წივწივაძე გუშინ საღამოს ჩინეთში „მის მსოფლიოს“ კონკურსზე გაემგზავრა. ფინალი 9 დეკემბერს არის თუმცა წინ ერთ თვიანი მოსამზადებელი პერიოდია. მოდელმა აეროპორტში გადაღებული ფოტოები საკუთარ ფბ გვერდზე განათავსა.

“მის და მისტერ გოლდენ ბრენდ 2018”-ის მოსამზადებელი პერიოდი აქტიურ ფაზაში გადავიდა

მის და მისტერ გოლდენ ბრენდ 2018-ის მონაწილეებს 12 ქართველი და 12 უცხოელი ჟიურის წევრი შეაფასებს. ფინალურ შოუს ანსამბლი “რუსთავი” გახსნის, ხოლო საღამოს გაუძღვებიან გიორგი გასვიანი და თამუნა გომართელი.

ცირა კობიაშვილის საღამო ქართველი მსენელისთვის

შეკრებილმა საზოგადოებამ, როგორც დუეტები, ასევე ქართული სიმღერების ახლებური ვერსიებიც მოისმინეს. ქეთი გაბისიანის სიმღერა, „აყვავებულ ჭადრებთან“, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში თამრიკო ჭოხონელიძე ასრულებდა, ცირამ თავისი ინტერპრეტაციით შეასრულა.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიის ფინალში მოხვდნენ

12 მაისს ევროვიზიის მეორე ნახევარფინალური შოუ გაიმართა, რომელშიც ევროპის 18-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველომ. ქართველი კონკურსანტები, ნიკა კოჩაროვი & ჯგუფი Young Georgian Lolitaz ევროფესივალის მილიარდობით მაყურებლის წინაშე მე-16 ნომრად წარსდგნენ, სიმღერით Midnight Gold.

ნიკა კოჩაროვი და Young Georgian Lolitaz ევროვიზიაზე გაემგზავრნენ

Midnight Gold - ეს იმ სიმღერის სახელწოდებაა, რომელმაც წელს საქართველო უნდა ასახელოს, ან 20-ეულში მორიგი საპატიო ადგილი მოუტანოს. რიგით 61-ე ევროვიზიაზე წელს ჩვენს ქვეყანას ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი - Young Georgian Lolitaz წარადგენს. ისინი ევროფესტივალის ნახევარფინალზე 12 მაისს წარდგებიან, მანამდე კი შვედეთში საქართველოს საელჩო ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად მიღებას გამართავს. ჯგუფი შვედეთში უკვე გაემგზავრა.

ვიდეო, რომლითაც Young Georgian Lolitaz-ს ევროპა გაიცნობს – ევროფესტივალამდე სულ ცოტა დრო რჩება

Midnight Gold-ზე გადაღებული ვიდეო რგოლი იუთუბზე უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ნიკა კოჩაროვისა და Young Georgian Lolitaz-ის შესახებ ევროპულ ასპარეზზე ბევრი არაფერი იციან. სწორედ ამისთვისაა საჭირო საიმიჯო ვიდეო რგოლი - ე.წ. postcard-ის გადაღება, რომელიც ევროფესტივალის მაყურებელს ჩვენს წარმომადგენელს უფრო კარგად გააცნობს.

2016 წლის ევროვიზიაზე საქართველოს ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz წარადგენს

გული გვიგრძნობს, წელს ევროვიზია განხილვის თემა დიდი ხანი იქნება. რიგით 61-ე ევროფესტივალის ქართველი მონაწილეების ვინაობა უკვე ცნობილია და უნდა ითქვას, რომ ჩვენზე მეტად ახალი ამბავი თავად კოლექტივის წევრებს უკვირთ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წელს ჩვენი ქვეყნის წარსადგენად ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz შეარჩია.

რეკლამა