ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიის ფინალში მოხვდნენ

ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიის ფინალში მოხვდნენ

12 მაისს ევროვიზიის მეორე ნახევარფინალური შოუ გაიმართა, რომელშიც ევროპის 18-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველომ. ქართველი კონკურსანტები, ნიკა კოჩაროვი & ჯგუფი Young Georgian Lolitaz ევროფესივალის მილიარდობით მაყურებლის წინაშე მე-16 ნომრად წარსდგნენ, სიმღერით Midnight Gold.

18 ქვეყნიდან რჩეულებს შორის ერთ-ერთი საქართველო დასახელდა, რომელთაც დიდი ნერვიულობა არ მოუწიათ, რადგან წამყვანებმა მეორე ფინალისტად სწორედ საქართველო დაასახელეს. ამ ფაქტმა გულშემატკივრებში იმედის ნაპერწკალი გააჩინა, რომ ფინალში სათანადო, უფრო სწორად, რომ ვთქვათ ლიდერულ პოზიციებს დაიკავებენ.

May 13, 2016 / 7:30 pm

TOP გადაცემები

როგორია მარიამ ვაშაძის ცხოვრების ახალი ეტაპი და რა ემოციებით დაბრუნდა ის საქორწილო მოგზაურობიდან

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „პირველი არხის“ საინფორმაციოს წამყვანი მარიამ ვაშაძე დაქორწინდა, ყურადღების ცენტრში კიდევ უფრო მოექცა. საუბარი მის პირად ცხოვრებაზე დღემდე არ წყდება. ჟურნალისტის რჩეული ერთ-ერთი ქართული უნივერსიტეტის ლექტორი ვანიკო ბენიძეა.

ანდრია გველესიანმა ახალი ნამუშევარი „კუნძულს“ მეუღლესთან ერთად მალდივებზე გადაიღო

ამჯერად კი საკუთარი გულშემატკივრის გახარება რიგით მესამე ახალი კლიპით მომღერალმა და მსახიობმა, ანდრია გველესიანმა სიმღერით „კუნძულს“ გადაწყვიტა. კლიპი საკმაოდ ორიგინალური გამოვიდა რადგან, ვიდეორგოლის რეჟისორიც და მსახიობიც, მომღერალი და მისი მეუღლე მსახიობი, მაიკო ვაწაძე არიან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომღერალმა ვიდეო მალდივებზე გადაიღო.

ჯგუფი „ფრანი“-სა და სანდრო ნიკოლაძის კოლაბორაცია ფესტივალ „არტგენის“ სცენაზე შედგა

ყველასათვის საყვარელი ჯგუფი „ფრანიც“ წარსდგა მაყურებლის წინაშე, რომელიც საკუთარ მსმენელს მუდამ სიახლეებით ანებივრებს. ამჯერად კი ფესტივალის სცენაზე, ჯგუფი „ფრანისა“ და მუსიკოსის სანდრო ნიკოლაძის საინტერესო კოლაბორაცია შედგა.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ჯგუფი „ირიაო“ ევროვიზიის ნახევარფინალისთვის ემზადება

კონკურსი ორი ნახევარფინალისა და ფინალისგან შედგება. საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი ირიაო კი ევროპის წინაშე 10 მაისს მეორე ნახევარფინალის მეორე ნაწილში წარსდგება. როგორია მოლოდინები და როგორ ემზადებიან ევროვიზიისთვის ჯგუფის წევრები, ამ ყველაფერზე ისინი ჩვენს კამერებთან ჰყვებიან.

საბავშვო ევროვიზიის კულუარული ამბები ელენე კალანდაძისგან

ალბათ, ყველა თქვენგანს გაინტერესებთ, რა ხდებოდა შიდა სამზარეულოში, როგორ მიდიოდა მომზადების პროცესი და საერთოდ, იყო თუ არა რაიმე ხარვეზები, რაც მაყურებელმა ვერ შეამჩნია. საინტერესოა ისიც, როგორ გახდა ელენე ამ დიდი შოუს მნიშვნელოვანი ნაწილი.

ვინ ეხმარება სოფო ხალვაშს კარიერის შექმნაში

სოფო იმ ქართველ მომღერლებს შორის პირველი გახლდათ, რომელმაც საქართველო ევროვიზიაზე წარადგინა. უკვე რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. თუმცა დედაქალქში ხშირად არის და შესაბამისად აქ ყოფნის დეფიციტსაც არ განიცდის. კარიერას და ოჯახს კი ერთმანეთს იდეალურად უთავსებს.

რა აკავშირებს დანიელ მუსიკოს Thomas Nevergreen-ს ქართველებთან და ქეთა თოფურიათი აღფრთოვანებული მომღერალი

ქართულმა საზოგადოებამ თომას ნევერგრინი A-studio-ს ყოფილ სოლისტთან პალინა გრიფიტთან ერთად ჩაწერილი დუეტით გაიცნო, რომელიც მისი ექს მეუღლე გახლავთ. თომას ნევერგრინი, იგივე თომას კრისტიანსენი – 1969 წელს დანიის ქალაქ ორხუსში დაიბადა. 2010 წელს დანიის სახელით წარსდგა „ევროვიზიის“ კონკურსზე ოსლოში დუეტით, მომღერალ კრისტინა შანისთან ერთად სიმღერით „In a moment like this". მალევე თომასმა მონაწილეობა მიიღო პროექტში N’evergreen და დანიაში გამოსცა სინგლი "Since You’ve Been Gone".

ევროვიზიის ფინალის მონაწილეთა თანმიმდევრობის განსაზღვრისთვის კენჭისყრა გაიმართა

ყოველთვის დავაა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროვიზია პოლიტიკური მუსიკალური კონკურსია, თუმცა ჩვენი თანამემამულე მომღერლები, აღნიშნულ კონკურსზე გასამგზავრებელი ბილეთისთვის, დიდ ბრძოლაში ერთვებიან ხოლმე. არც წლევანდელი შიდა შესარჩევი კონკურსია გამონაკლისი ამ მხრივ და სანამ გამარჯვებულის ვინაობას გავიგებთ, თუ ვინ წარადგენს ჩვენს ქვეყანას, მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, ფინალის მონაწილეთა სცენაზე, გამოსვლის თანმიმდევრობის განსაზღვრისთვის, კენჭისყრა გაიმართა.

რეკლამა