“ნატო-საქართველოს სწავლება 2016” დაიწყო

“ნატო-საქართველოს სწავლება 2016” დაიწყო

ვაზიანში, “ნატო-საქართველოს სწავლება 2016” ოფიციალურად გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ნატო-საქართველოს ერთობლივ სიმულაციურ სწავლებას პირველად მასპინძლობს.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელსაც ქართველი ოფიცრები უძღვებიან, კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვის, კოორდინირებისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას ემსახურება.

სწავლებაში 11 მოკავშირე და ორი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული. ერთობლივი სწავლება, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ტარდება, 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.

November 18, 2016 / 7:49 pm

TOP გადაცემები

Fashion time – სილამაზის სალონი 58 ქალბატონებს უამრავ სიახლეს ჰპირდება

სილამაზის სალონი ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად უყვართ ქალბატონებს სტუმრობა. სალონი 58 დიოდური ლაზერის 2017 წლის აპარატის სარგებლობის საშუალებას გაძლევთ. აპარატი უმტკინეულოა და კეთდება ყველა ფოტოტიპის კანზე.

მეგი გოგიტიძის მიერ შესრულებული „ყვავილების ქვეყანა“ ფილმის, „ექვთიმე თაყაიშვილის“ საუნდტრეკი გახდა

თავად მომღერალი რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ თათა სადრაძის გადაცემა „არტ ფმ“-ს სტუმრობდა, სადაც სწორედ სიახლეების შესახებ ისაუბრა. როგორც მეგი თავად გვეუბნება, ის ბედნიერია იმის გამო, რომ მონაწილეობას მსგავს მასშტაბურ პროექტში იღებს.

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გრეგორი პორტერის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

ჯაზ-ვოკალისტმა სიმღერები ბოლო ალბომიდან „Nat king cole & me“ შეასრულა. ეს მისი ბოლო ნამუშევარია, რომელიც ლეგენდარულ მომღერალსა და პიანისტს ნეტ კინგ კოულს მიუძღვნა.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სავალდებულო სამხედრო სამსახური განახლებული სახით აღდგება

სავალდებულო სამხედრო სამსახური განახლებული სახით აღდგება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოელ პარტნიორებთან და ექსპერტებთან სამთვიანი აქტიური თანამშრომლობის შედეგად მიიღეს.

საქართველო არის ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო არის ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა და ალიანსი მასთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს.

პოლონეთში ნატო-ს სამხედრო სწავლება „ანაკონდა 2016“ დაიწყო

პოლონეთში ნატო-ს სამხედრო სწავლება „ანაკონდა 2016“ დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლონეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლების გახსნის ცერემონია ვარშავაში გაიმართება. სამხედრო მანევრებში მონაწილეობას იღებს 31 ათასი სამხედრო. სწავლებაში ჩართულია სამხედრო ტექნიკის 3 ათასი ერთეული, 105 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ასევე 12 ხომალდი.

ნატო ბალტიისპირეთში ფართომასშტაბიან წვრთნებს იწყებს

ნატო ბალტიისპირეთში ფართომასშაბიან წვრთნებს იწყებს. უცხოური მედიის ცნობით, სწავლებაში 10 ქვეყნიდან 6 000-მდე სამხედრო იღებს მონაწილეობას. სამი კვირის განმავლობაში სწავლებაში ჩართული იქნება ავიაციაც. წვრთნები ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის პოლიგონებზე გაიმართება.

ლატვიაში ნატო-ს მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო

ლატვიაში ნატო-ს მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო. მანევრებში მონაწილეობას 6 სახელმწიფოდან 1300-ზე მეტი სამხედრო მიიღებს. სწავლება 29 აპრილამდე გაგრძელდება. სამხედრო სწავლებები ლატვიის ტერიტორიაზე 2004 წლიდან ტარდება.

რეკლამა