ნანი ბრეგვაძისა და კრის ბოტის ერთობლივი კონცერტი “ბლექ სი არენას” სცენაზე გაიმართება

0
1573

უკვე დათვლაც კი შეუძლებელი გახდა, გავიგოთ, თუ კიდევ რამდენი აღიარებული ვარსკვლავი და გრემის მფლობელი მუსიკოსი ესტუმრება საქართველოს. ეს, ალბათ, პირველ რიგში ისევ და ისევ ქართულ სტუმართმოყვარეობას უნდა დავაბრალოთ და ასევე, იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც წლებს უძლებენ და ისტორიას ქმნიან. სწორედ ასეთი ლეგენდარული ადამიანის, ნანი ბრეგვაძის სოლოკონცერტი შეკვეთილში მდებარე “ბლექ სი არენას” დარბაზშია დაგეგმილი, თანაც ლეგენდარულ კრის ბოტისთან ერთად. ამ ორი ადამიანის სცენაზე ერთად დგომა კი პირდაპირ მიუთითებს საღამოს განსაკუთრებულობაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here