მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება

მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოკონტროლის ახალ სისტემას დანერგავს. უახლოეს პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ე.წ ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება.

„უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“- სწორედ ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც, ვიდეოკონტროლის ახალი სისტემა დაინერგება. პროექტის ინიციატორი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილია.

ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ შს სამინისტროს ერთიან ქსელში ჩაერთვება. როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ პროექტით, ქვეყნის მასშტაბით, დანაშაულზე და სამართალდარღვევებზე სწრაფი რეაგირება და მისი პრევენცია მოხდება. ასევე, მკვეთრად შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა.

November 17, 2016 / 4:23 pm

TOP გადაცემები

17 ნოემბერს ნინო ქათამაძის კონცერტი თბილისის “Spacehall-ში” გაიმართება

ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული მუსიკოსის ნინო ქათამაძის კონცერტი 17 ნოემბერს თბილისის spacehall-ში გაიმართება. კონცერტს ნინო ქათამაძე და ჯგუფი ინსაითი წარმოგიდგენთ, რომელთა კოლაბორაცია მსმენელისთვის აუცილებლად დაუვიწყარი იქნება. როგორც თავად მუსიკოსმა, ნინო ქათამაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, spacehall-ი არის იდეალური სივრცე, რომელიც მეტ საშუალებას იძლევა მსმენელთან ინტერაქციისა და თავისუფალი იმპროვიზაციისთვის.

ანიტა რაჭველიშვილის წარმატების ფორმულა და სამომავლო გეგმები

ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი, სულ ცოტა ხნის წინ დაგვიბრუნდა სამშობლოში გერმანიიდან, სადაც ძალიან ცნობილ დირიჟორთან, რიკარდო მუტისთან ჯუზეპე ვერდის "რექვიემი" შეასრულა. ეს იყო მისი დებიუტი მასთან თანამშრომლობის. როგორც თავად ანიტა რაჭველიშვილი გვეუბნება, მისი მთავარი წარმატების ფორმულა სწავლა და შრომა გახლავთ. მას წინ დიდი გეგმები აქვს, რის შესახებაც მუსიქ ბოქსის კამერასთან ჰყვება.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

10 თვის ჩვილის ცემის ფაქტზე თბილისში ძიძა დააკავეს

10 თვის ჩვილის ცემის ფაქტზე, შსს-მ ძიძა დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში, თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილი გოგონა ცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.

“ძალა ნდობას” – ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო

ძალა ნდობას - ამ სახელწოდების სოციალური კამპანია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებლები "უპრეცედენტოდ გაზრდილია".

შსს-ს წამოწყებას რადიო ჰოლდინგი ”ფორტუნა” პატარებთან ერთად უერთდება

ამკრძალავი ნიშნებისგან შექმნილი გული იმაზე მიგვანიშნებს, რომ ზემოთხსენებული აკრძალვები ისევ ჩვენდა სასიკეთოდ დაწესდა და ეს ნიშნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვუგულებელყოთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას - ”შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ აგრძელებს და ამჯერად აღნიშნულ წამოწყებას რადიო ჰოლდინგი "ფორტუნა" შეუერთდა.

ჯარიმდება თუ არა ზებრა გადასასვლელზე გზის არ დათმობა?

თბილისში, დიდუბის გამგეობის წინ, 3D ფორმატში მოხატული ზებრახაზი გაჩნდა. ფერადი ზებრა გადასასვლელი, ასევე არის ბელიაშვილის ქუჩაზე. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში ქვეითთა გადასასვლელი სამგანზომილებიან ფორმატში მოიხატა.

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნა. უწყების განმარტებით, ძმები ბერიშვილების ბენზინგასამართ სადგურზე ურთიერთშელაპარაკება ძველი ვალის გამო მოხდა, რასაც სროლა მოყვა.

რეკლამა