მთავრობის ბოლო სხდომა – პრემიერის გადაწყვეტილება

მთავრობის ბოლო სხდომა – პრემიერის გადაწყვეტილება

საქართველოს მთავრობამ არსებული შემადგენლობით ბოლო სხდომა გამართა. სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება. როგორც ცნობილია, აღნიშნული აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე კი, პრემიერის თქმით, დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდება.

რაც შეეხება პროცედურებს, მე-9 მოწვევის პარლამენტის შეკრების შემდეგ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პრეზიდენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატურას წარუდგენს. ხოლო პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წარმოაყენებს „ქართული ოცნების“ მხრიდან მისთვის წარდგენილ პრემიერმინისტრობის კანდიდატურას.

November 18, 2016 / 8:02 pm

TOP გადაცემები

მომღერალი რუსუდან მუმლაძე სოლო კონცერტისთვის ემზადება

მუსიკა ჩვენი ცხოვრების თანმდევი ნაწილია. მისი მეშვეობით ხელოვანები თავიანთ სათქმელს უკეთ გამოთქვამენ. საქართველოში ყველა მუსიკალურ ჟანრს საკუთარი მსმენელი ჰყავს. რუსუდან მუმლაძე კი იმ მუსიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის შემოქმედება, ვფიქრობთ, მსმენელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

“მის და მისტერ პლანეტა 2017”-ის საცურაო კოსტიუმების ტური

მზეზე გარუჯვის, გართობის და განტვირთვის შემდეგ კონკურსანტებმა საცურაო კოსტიუმების ტურისთვის მზადება დაიწყეს. კონკურსის დაწყებმადე ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ბექსთეიჯშიც შეაღწია და ეცადა ცალი თვალით თქვენთვისაც დაენახვებინა.

Fashion time – ბრენდების სამოთხე სამკაულების ბუტიკში “ponte vecchio” და დაბალი ფასები განსხვავებით სხვა ევროპული ქვეყნებისგან

ბრენდების სამოთხე სამკაულების ბუტიკში "ponte vecchio" და დაბალი ფასები განსხვავებით სხვა ევროპული ქვეყნებისგან

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია

მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე ცნობილია. პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის.

იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები?

მთავრობის ახალი შემადგენლობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. პრემიერ მინისტრი კონკრეტულ გვარებს ჯერჯერობით არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეებიც იქნებიან. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მინისტრთა მომავალ კაბინეტში ძალოვანი უწყებების მინისტრების ცვლილება არ იგეგმება.

რა შედეგებით დასრულდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური

მმართველი პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, 50-დან 48 საარჩევნო უბანზე გამარჯვება მოიპოვეს.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ქრონოლოგია: ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სამმა პარტიამ გადალახა. ცესკომ ხმების დათვლის პროცესი უკვე დაასრულა. წინასწარი შემაჯამებელი მონაცემებით, "ქართულ ოცნებას"48,67 % - აქვს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას"-27,11 %, პატრიოტთა ალიანსს კი -5,01 %. ხმების 4,62 % მიიღო "თავისუფალმა დემოკრატებმა", 3,14 % "ლეიბორისტულმა პარტიამ", 1,55 % კი "რესპუბლიკელებმა".

20 მილიონი ლარი 60 სოფლის გაზიფიცირებისთვის

პრემიერმინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აწარმოე საქართველოს ფარგლებში, დაგეგმილია სამი ახალი პროექტის განხორციელება.ასევე, როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, პრემიერის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა 20 მილიონი ლარი. ამ თანხით 21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება იგეგმება.

რეკლამა