მრავალჟანრობრივი ფესტივალი “ფან art” – ის რჩეულის, ნინო მიქაბერიძის პერსონალური გამოფენა

მრავალჟანრობრივი ფესტივალი “ფან art” – ის რჩეულის, ნინო მიქაბერიძის პერსონალური გამოფენა

უკვე მეოთხე წელია, რაც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მრავლჟანრობრივი ფესტივალი “ფანArtი” იმართება. ის ტრადიციულად ახალი მონაწილეების გზის გასაკვალად ხელოვნების 10-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს, ესენია იმპროვიზირებული ან კლასიკური მუსიკა, როკი და ალტერნატივა, კინო, სტენსილი, მხატვრობა, ფოტოგრაფია, ლიტერატურა, ქანდაკება, სოციალური ტელემედია და ფოლკლორი. ფესტივალი ხელს უწყობს 15-29 წლის ახალგაზრდების ნიჭის პოპულარიზაციასა და მათ წარმოჩენას. რომლებსაც კონსულტაციებს სხვადასხვა დარგში აღიარებული ხელოვანები უწევენ, რაც მას კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის.

November 11, 2016 / 8:31 pm

TOP გადაცემები

17 ნოემბერს ნინო ქათამაძის კონცერტი თბილისის “Spacehall-ში” გაიმართება

ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული მუსიკოსის ნინო ქათამაძის კონცერტი 17 ნოემბერს თბილისის spacehall-ში გაიმართება. კონცერტს ნინო ქათამაძე და ჯგუფი ინსაითი წარმოგიდგენთ, რომელთა კოლაბორაცია მსმენელისთვის აუცილებლად დაუვიწყარი იქნება. როგორც თავად მუსიკოსმა, ნინო ქათამაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, spacehall-ი არის იდეალური სივრცე, რომელიც მეტ საშუალებას იძლევა მსმენელთან ინტერაქციისა და თავისუფალი იმპროვიზაციისთვის.

ანიტა რაჭველიშვილის წარმატების ფორმულა და სამომავლო გეგმები

ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი, სულ ცოტა ხნის წინ დაგვიბრუნდა სამშობლოში გერმანიიდან, სადაც ძალიან ცნობილ დირიჟორთან, რიკარდო მუტისთან ჯუზეპე ვერდის "რექვიემი" შეასრულა. ეს იყო მისი დებიუტი მასთან თანამშრომლობის. როგორც თავად ანიტა რაჭველიშვილი გვეუბნება, მისი მთავარი წარმატების ფორმულა სწავლა და შრომა გახლავთ. მას წინ დიდი გეგმები აქვს, რის შესახებაც მუსიქ ბოქსის კამერასთან ჰყვება.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

პროფესიული ტრამპლინი მომავალი ბი ბოებისთვის

მოინდომეთ და ყველაფერი გამოგივათ! ამ იდეოლოგიით ატარებს ყველა პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, რომლის ანგარიშზეც უკვე არაერთი ტრადიციული ღონისძიება დაგროვდა. მათ სიას კი ამიერიდან ბრეიქდანსის ახალგაზრდული ფესტივალი შეუერთდება. ეს უკანასკნელი წელს პირველად, დედაენის ბაღში გაიმართა და გამარჯვებულები საზეიმო საღამოზე გამოავლინა.

რეკლამა