მიწისძვრა იაპონიაში

მიწისძვრა იაპონიაში

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 250 დაშავდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში სახლები და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა. მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო ჯგუფები.

6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიის სამხრეთით, კუმამოტოდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. მიწისძვრას რამდენიმე განმეორებით ბიძგი მოჰყვა.

April 15, 2016 / 2:58 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

იაპონიასა და არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 6:49 საათზე ცუნამი დაიწყო, ტალღის სიმაღლემ 1 მეტრს გადააჭარბა.

იაპონიაში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის დასავლეთით მდებარე ქალაქ ტოტორიში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა "როიტერსის" ინფორმაციით, სტიქია ადგილობრივი დროით 14:10 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი, ტოტორი, დასავლეთ ტოკიოდან, დაახლოებით, 700 კილომეტრში მდებარეობს.

თავდასხმა იაპონიაში პანსიონზე

იაპონიაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პანსიონზე დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი გარდაიცვალა, 45 კი დაიჭრა.

ეკვადორში მიწისძვრას 413 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 413-მდე გაიზარდა. სტიქიის დროს დაშავდა 2 000-ზე მეტი ადამიანი. 7,8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგებმა უამრავი შენობა გაანადგურა.

ტაივანში მიწისძვრას 40 ადამიანი ემსხვერპლა

ტაივანში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა, 100-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად ტაივანის მუნიციპალიტეტი დაზარალდა. ტაივანის მერის ცნობით, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, მაშველები ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ადამიანები არიან.

რეკლამა