ავტომობილი, რომელიც მომხმარებლებისთვის ფუფუნებასთან, კომფორტთან და ხარისხთან ასოცირდება – ეს სუპერკომფორტული Mercedes Maybach S Class-ია.
ელეგანტური და თანამედროვე მაიბახი, რომლის ძრავის მოცულობა 4,7 ლიტრია თბილისში Mercedes-ის ცენტრშია წარმოდგენილი. Maybach-ის მაქსიმალური სიჩქარე საათში 250 კილომეტრია. საწვავის საშუალო ხარჯი კი 100 კილომეტრზე 8,9 ლიტრი. გარდა იმისა, რომ Maybach-ს თანამედროვე ავტომობილისთვის უკვე განუყოფელი ყველა მონაცემი აქვს, ის განსაკუთრებული ფუნცქიებითაც გამოირჩევა.
May 24, 2016 / 9:56 pm
ღვთაებრივი ოქროს ბურთები - კაფე "პონპონჩიკის" მრავალფეროვანი შეთავაზება მომხმარებელს
მრავალი წელი გავიდა, თუმცა მისმა "ნანამ" იმდენად მყარად შეაღწია ყველას ოჯახში, რომ თაობები აღზარდა. მრავალი წლის განმავლობაში მსმენელისთვის მუსიკოსმა არაერთი გენიალური სიმღერა შექმნა, ხალხის სიყვარულის დასტურად კი მისი სახელობის ვარსკვლავი უკვე რამდენიმე წელია, რაც თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ არსებობს.
გიორგი სუხიტაშვილის ახალი სიმღერის პრემიერა ფორტუნაში
"ქუჩის ბიჭები" წლების შემდეგაც ინარჩუნებენ პოპულარობას. ჯგუფი რამდენიმე წელია აქტუალობას არ კარგავს და ქართულ შოუბიზნესში საპატიო ადგილი უჭირავს. თავბრუდამხვევი წარმატება, ფანების სიმრავლე, ბევრი კონცერტი და აპლოდისმენტები - "ქუჩის ბიჭები" სრული შემადგენლობით დაუბრუნდა ქართველ მსმენელს. ბიჭებმა თბილისში საღამოც გამართეს, საკუთარი რეპერტუარიდან ახალი და ძველი ჰიტები შეასრულეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ქართველი მსმენელი დიდი სიხარულით ელოდება მათგან სიახლეებს.
ბოლო დროს სოციალურ ქსელში ზურა ხაჩიძის ახალი ვიდეო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ორ ლამაზმანთან ერთად ზურა ხაჩიძე ბათუმისკენ მიემართება. კლიპი სიმღერაზე “შეგვახვედრებს ბათუმი“ - გელა გნოლიძემ გადაიღო. ტექსტიც ამ უკანასკნელს ეკუთვნის. სიმღერა სტუდია სეუში დამზადდა. არანჟირებაზე გელასთან ერთად ზაზა ხუფუკელაშვილმა იმუშავა. მასტერინგი კოტე ნონიკოვთან მოსკოვში გაკეთდა. ზურა ხაჩიძის სოლო ნამუშევარი დღის სინათლეზე სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა და იუთუბზე უკვე ათასობით ნახვა დააგროვა.