Mercedes-Benz Fashion Week TBILISI დაიწყო – კვირეულის საპატიო სტუმრები

Mercedes-Benz Fashion Week TBILISI დაიწყო  – კვირეულის საპატიო სტუმრები

თუ ევროპული ცხოვრებისკენ მიმავალ გზას ვეძებთ, ეს საქართველოს კულტურული ცხოვრების პოპულარიზაციით უნდა ვცადოთ. ამის ნათელი მაგალითი კი მოდის ინდუსტრიაა და კერძოდ “Mercedes Benz”-ის მოდის კვირეული, რომელიც 3-დან 7 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

Mercedes Benz-ის თბილისური მოდის ისტორიაში, წარმატებულმა კვირეულებმა განაპირობა ის, რომ თბილისი, მოდის დედაქალაქების სიას შეუერთდა და “Mercedes Benzfashion week”-ის მსოფლიო კალენდარში შევიდა. კვირეული ათობით დიზაინერთან ერთად, უამრავ უცხოელ სტუმარს, ბაერებსა და ევროპულ მედიასაშუალებებს აერთიანებს. მე-4 სეზონი თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში “Moma“ – ში გაიმართება.

November 4, 2016 / 7:14 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

Mercedes Benz fashion week Tbilisi 2017 დასრულდა – კვირეული “Bessarion-ის” ჩვენებით დაიხურა

Mercedes Benz fashion week Tbilisi 2017 მსოფლიო მოდურ ინდუსტრიაში, ახალი ტენდენციების აღმოჩენად შეფასდა. მომხიბვლელი ქალბატონების, მოდური ტენდენციების თვალყურის სადევნებლად აქ ვის აღარ იხილავდით – სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოდის ექსპერტებით დაწყებული, ქართველი სელებრითებით დამთავრებული. ჩვენს ქვეყანაში მოდის კვირეულების არსებობამ განაპირობა ის, რომ მოდა ბიზნესად იქცა. 2017 -2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებმა, როგორც ჩანს საერთაშორისო სტუმრებში დიდი მოწონება დაიმსახურა და ცნობილ გამოცემებში დადებითი შეფასებებიც მოჰყვა.

თამთა შედანიას ახალი იმიჯი, ვინ არის ქეთა თოფურიას მეგობარი ქართველი დიზაინერი – “Hello-ს“ ივენთი

მოდის კრიტიკოსები, ბლოგერები, ბაერები, საერთაშორისო სტუმრები, დიზიანერები და ქართველი სელებრითები, დამღლელი 5 დღიანი მოდური აურზაურის შემდეგ, ჟურნალ hello-ს მიერ ორგანიზებულ after party-ზე შეიკრიბნენ და გულიანადაც მოილხინეს. აქ უკვე დრო ჰქონდათ იმისათვის, რომ საუკეთესოები გამოევლინათ და შეფასებები გაეკეთებინათ.

მაკა კვიციანის თავდაჯერებული ქალი და თამუნა ინგოროყვას 70-იანი წლების თემატიკა

"ვაქციოთ ქართული მოდის ინდუსტრია მომგებიან ბიზნესად" - ეს "Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს" დევიზი გახლავთ. კვირეულის ფარგლებში დიზაინერები, 2017/1018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციით წარადგენენ. თბილისში ბაიერებმა, ჟურნალისტებმა და მაღალი მოდის თაყვანისმცემლებმა, მთელი მსოფლიოდან მოიყარეს თავი. მოდის სფეროში თუ ერკვევით, აუცილებლად გეცოდინებათ ქართული ბრენდი Dalood, რომლის კრეატიული დირექტორი, მაკა კვიციანი გახლავთ. ბრენდის ისტორია 20 წლის წინ დაიწყო და ქართველი დამწყები დიზაინერების ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენდა. კვირეულის ფარგლებში, დელუდმა კოლექციის ჩვენება ღია ცის ქვეშ, ბაღში მოაწყო, სადაც შეკრებილმა საზოგადოებამ ძლიერი, თავდაჯერებული, ინდივიდუალიზმით გამორჩეული ქალბატონების ჩვენება იხილა.

ანუკი არეშიძის ინსპირაციად ქცეული ქართული დამწერლობა და ვიეტნამით შთაგონებული გიორგი შაღაშვილი

Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის მე- 4 დღეს, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ კოლექციის საჩვენებლად, მთაწმინდაზე მიგვიწვია. 2017-2018 წლის შემოდგომა – ზამთრის კოლექციაში, დიზაინერმა აქცენტი ყვავილებსა და ქართულ ანბანზე გააკეთა. ეს არის დახვეწილი, ძლიერი ქალი, რომელიც უაღრესად მოდური და ელეგანტურია. უყვარს თამამი ფერები და ქალური სილუეტი, რომელიც ახალგაზრდა და სექსუალურ ქალბატონებს შეეფერებათ. ნაზი პასტელური ფერები ანუკისთვის დამახასიათებელია. გამოყენებული ჰქონდა ლაკის მასალა, რომელიც ძალიან ტენდენციურია. ის უპირატესობას ხელით ნაქარგ დეტალებს ანიჭებს და არც ეს კოლექცია ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი. ქამრებზე გაკეთებული აქცენტები და წელის ჩანთები, ვფიქრობთ მოდის მიმდევრებისთვის ახალ აკვიატებად იქცევა. აღნიშნული სივრცე კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო სანახაობრივად ლამაზს ხდიდა.

ჟურნალმა “Hello” Mercedes-Benz Fashion Week-ის სტუმრებისთვის After Party მოაწყო

ბლოგერები, ბაიერები, კრიტიკოსები, დიზიანერები ახლო ხედით, ძალიან მიმზიდველად ჟღერს. Music Box-ს პატივი ერგო, რომ ჟურნალ Hello-ს მიერ მოწყობილ After Party-ზე აღმოჩენილიყო და ბევრისთვის მიუწვდომელ ადგილას, თქვენი მეგზური გამხდარიყო. აქ დღის ბოლოს მოდური აურზაურის მთავრი მონაწილეები იყრიან თავს.

რეკლამა