მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრში “მუზა” 16 მოქანდაკის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრში “მუზა” 16 მოქანდაკის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

“ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში”, სწორედ ამ სახელის ქვეშ საერთაშორისო ცენტრ “მუზაში” გამოფენა გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქართველი მოქანდაკის, ფერმწერის და გრაფიკოსის მერაბ ბერძენიშვილის სიცოცხლეში დაფუძნებული მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის გაგრძელება. გამოფენა 2 დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ გაიმართა, სადაც 16 მოქანდაკის მიერ შექმნილი 22 ნაამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფორმატი კულტურის ცენტრში ღია ცის ქვეშ, მცირე ზომის ქანდაკებების გამოფენის მოწყობასა და მოქანდაკეების ერთ სივრცეში გაერთიანებას მოიცავდა. მოქანდაკე და ფერმწერი მერაბ ბერძენიშვილი წარმატებით მუშაობდა წიგნის გრაფიკისა და თეატრალური აფიშის სფეროშიც. აქვე აღსანიშნავია მოქანდაკის მემუარულ-მხატვრული ხასიათის ლიტერატურული ნაშრომები. ასევე ხელოვანს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, რის შემდეგაც ის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა. 2001 წელს მას ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის, ფრიტიოფ ნანსენის სამახსოვრო მედალი მიენიჭა, ერთი წლის შემდეგ კი საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა გრაფიკოსს XX საუკუნის მიღწევებისათვის ჯილდო გადასცა.

July 10, 2018 / 8:27 pm

TOP გადაცემები

ფორტუნამ ნაძვის ხეების კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა

ყველაზე ლამაზი და ორიგინალური ნაძვის ხის მფლობელი თამთა ჯაფარიძე გახდა, რომლის ნაძვის ხემაც ჯამში 3400 მოწონება დაიმსახურა, ის კი ჰოლდინგისგან ორკაციანი საგზურით ლოპოტაზე დასაჩუქრდა.

Fashion Time – Princess nail & Beauty გამორჩეული ხარისხი ფრჩხილების მოვლის სფეროში

Princess nail & Beauty გამორჩეული ხარისხი ფრჩხილების მოვლის სფეროში

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სამი მხატვრის ჯგუფური გამოფენა 19 დეკემბერს “იარტ გალერეაში” გაიმართება

გამოფენის სათაურიც სიმბოლურია, რადგან 50-მდე ნამუშევარი, რომელიც მხატვრებმა გამოფენაზე უნდა წარადგინონ სწორედ 117 სანტიმეტრის სისქის კედლების მქონე სახელოსნოში 59 დღის მანძილზე იქმნებოდა. მუზიკ ბოქსის გადამღებმა ჯგუფმა კულუარებშიც შეაღწია და მხატვრების მუშაობის პროცესსაც დაესწრო.

გალერეა „მუზაში“ გამოფენა-გაყიდვა – „ხელოვნების მეჯლისი“ გაიმართა

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა ხელოვნებაში მოღვაწე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა მიიღეს, როგორც მხატვრებმა, ასევე მოქანდაკეებმა. „ხელოვნების მეჯლისს“ კი საზოგადოების თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი დაესწრო, სადაც 50-მდე ხელოვანს შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი ნამუშევრები მათთვის გაეცნო.

გიორგი ნაკაშიძის მიერ აღმოჩენილი ახალი სამყარო და გამოფენა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცეში სადებიუტო ფოტოგამოფენაც გამართა სახელწოდებით, „ელექტრონული ხილვები“. გამოფენისთვის გიორგი 4 წელი ემზადებოდა. ინსპირაციის წყაროდ კი, სწორედ 4 წლის წინ საჩუქრად მიღებულ ფოტოაპარატს ასახელებს.

„სიჩუმის 10 წელი“ – ანუკი ნაცვლიშვილი მხატვრობას დაუბრუნდა

ანუკი ნაცვლიშვილი 10 წლინი პაუზის შემდეგ მხატვრობას კვლავ დაუბრუნდა და სოლო გამოფენა, სახელოწოდებით „სიჩუმის 10 წელი“ გამართა. პირველი ნამუშევარი ოთხი წლის ასაკში შექმნა.

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ზურაბ არაბიძის მულტიმედიურ გამოფენას მასპინძლობს

ინსტალაციის დრამატურგიული სქემა რამდენიმე ძირითად თემას აერთიანებს. მათ შორისაა, მავთულხლართისა და სარკის ზედაპირის შეხვედრა, რომელიც სიმბოლურად ცნობიერების სწრაფვას თავისუფლებისაკენ და ამ გზაზე დოგმებით შექმნილ დაბრკოლებებს წარმოადგენს.

რეკლამა