„მარი გოლდმა“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახალი მოდის სახლი გახსნა

0
2349

„ჩაიცვი ქართული“, რომლის ფარგლებშიც გათანამედროვებული ტრადიციული ქართული სამოსის ხაზია წარმოდგენილი, როგორც იცით, კომპანია „მარიგოლდს“ ეკუთვნის. ისინი კი უკვე 10 წლისები არიან. იუბილესთნ დაკავშირებით კი პეკინის 9 ნომერში ახალ მოდის სახლი გახსნეს, სადაც უამრავი ხელნაკეთი თანამედროვე, საქორწილო და საღამოს კაბებია წარმოდგენილი. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ სამკერვალო საწარმო, გაცნობოდნენ მათ სიახლეებს და სამომავლო გეგმებს, ასევე, ენახათ „ჩაიცვი ქართულის“ ხაზის საექსპოზიციო მოდელები. შეგახსნებთ, რომ კომპანია “მარიგოლდი”, როგორც საქართველოში ასევე, მის ფარგლებს გარეთ არაერთ საერთაშორისო გამოფენებში იღებს მონაწილეობას. სწორედ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით, მარიგოლდს ბრენდბუქი აქვს შექმნილი, სადაც ქართული ტრადიციული სამოსია აღწერილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here