მაკა კვიციანის თავდაჯერებული ქალი და თამუნა ინგოროყვას 70-იანი წლების თემატიკა

0
2732

“ვაქციოთ ქართული მოდის ინდუსტრია მომგებიან ბიზნესად” – ეს “Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს” დევიზი გახლავთ. კვირეულის ფარგლებში დიზაინერები, 2017/1018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციით წარადგენენ. თბილისში ბაიერებმა, ჟურნალისტებმა და მაღალი მოდის თაყვანისმცემლებმა, მთელი მსოფლიოდან მოიყარეს თავი. მოდის სფეროში თუ ერკვევით, აუცილებლად გეცოდინებათ ქართული ბრენდი Dalood, რომლის კრეატიული დირექტორი, მაკა კვიციანი გახლავთ. ბრენდის ისტორია 20 წლის წინ დაიწყო და ქართველი დამწყები დიზაინერების ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენდა. კვირეულის ფარგლებში, დელუდმა კოლექციის ჩვენება ღია ცის ქვეშ, ბაღში მოაწყო, სადაც შეკრებილმა საზოგადოებამ ძლიერი, თავდაჯერებული, ინდივიდუალიზმით გამორჩეული ქალბატონების ჩვენება იხილა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here